დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამოიღებს თუ არა იუნესკო ბაგრატის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან?
2013/06/19 10:38:18

იუნესკომ გელათი და მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დატოვა. ხოლო ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების პროცესი უკვე დაიწყო. კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იუნესკოს 37–ე პლენარული სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დარჩება. განახლებული ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების საკითხი კი ისევ პროცესშია. განცხადებიდან იკვეთება, რომ აქ საუბარია საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაზე. სავარაუდოა, რომ ბაგრატი, როგორც განახლებული ტაძარი, უკვე საფრთხეში აღარ იმყოფება. თუმცა, კულტურის სამინისტრო ცალსახად ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების პროცესია დაწყებული და ბაგრატს ამ სიიდან ამოიღებენ. 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ გელათის ტაძარიც ამოიღონ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. თუმცა მანამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს გელათის ტაძრის რენომინაცია, რაც ძეგლის საზღვრების შეცვლას და იუნესკოს წინაშე ძეგლის  ხელახალ დასაბუთებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გელათისა და ბაგრატის ტაძრები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში ერთ ძეგლადაა მიჩნეული. 

იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს. 

 

ნ.ბ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია