დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საბას" გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან
2013/06/04 14:17:27

ლიტერატურული პრემია „საბას" 2013 წლის დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება.

კონკურსის დამფუძნებელისა და ორგანიზატორის „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, „საბას" კონკურსზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის განაცხადები შეივსო. ზაფხულში  დაგეგმილის  ნაცვლად, ღონისძიებამ 2 თვით სწორედ ამ მიზეზით გადაიწია.

„წლევანდელი საკონკურსო წიგნების ნუსხა 265 წიგნს მოიცავს, რაც დაახლოებით  80%-ით მეტია წინა  წლებთან  შედარებით. ეს ფაქტი თავისთავად ძალზე სასიხარულოა, თუმცა, აქედან გამომდინარე, კონკურსის ჟიური უფრო მეტ სამუშაო დროს საჭიროებს. გარდა ამისა, დაჯილდოების თარიღის გადაწევა დადებითი მოვლენაა იმის გამოც, რომ წელს წიგნისმოყვარულ საზოგადოებას გაცილებით მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ შეიძინონ და წაიკითხონ ფინალისტები - ე.წ. შორთლისტებში მოხვედრილი წიგნები.  კერძოდ, ფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდება ივნისის ბოლოს, როდესაც თიბისი ბანკი ოფიციალურად გამოაქვეყნებს წლევანდელ შორთ ლისტს „საბას" ვებ გვერდზე www.saba.com.ge. ამის შემდეგ საზოგადოებას სრული 2 თვე ექნება იმისათვის, რომ თავად წაიკითხონ კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილი წიგნები და უგულშემატკივრონ ფავორიტ ავტორებს,-” ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 წელს ლიტერატურული პრემია „საბა" გაიცემა 10 ნომინაციაში. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს მიმდინარე წელს დაემატა, არის „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი". ამ ნომინაციაში ქართველ მთარგმნელებთან ერთად, უცხოელი მთარგმნელებიც არიან კონკურსანტები.

გამარჯვებული ავტორები, „საბას" პრიზებთან ერთად, „თიბისი“ ბანკისგან ფულად პრემიებსაც მიიღებენ.

წლევანდელი საპრემიო ფონდი 44 ათასი ლარია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია