დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისი მეშვიდე საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს „ამირანი“ მასპინძლობს.
2013/06/03 13:01:42

თბილისის  სტუდენტური კინოფესტივალი  ამირანი“ დღეს გაიხსნება

ღონისძიება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში 3-7 ივნისს გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, მასში მონაწილეობას 36 ქვეყნის კინოსკოლა მიიღებს.  ფესტივალზე შემოსული 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ფილმიდან კი საკონკურსო პროგრამისათვის 36 ქვეყნის 61 სტუდენტური ნამუშევარი შეირჩა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის;  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის;  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის;  ჟიურის სპეციალური პრიზი.

 ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის, მონტაჟის, ოპერატორის ნამუშევრისათვის.

საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან: კლაუდია მესსემერი - გერმანიის ბადენ-ვიურტენბერგის კინოაკადემიის დოცენტი, სცენარისტი; ლესზეკ დავიდი - ახალგაზრდა პოპულარული პოლონელი რეჟისორი ლოძის კინოსკოლიდან; გიულენ ჰარლეი - თურქი კინოხელოვანი მარკეტინგის მიმართულებით; ირინა რომანჩენკო - უკრაინული კინოფესტივალის დამფუძნებელი.

ფესტივალის  გამარჯვებულები ღონისძიების ბოლოს,  7 ივნისს გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის „ყველაზე თავისუფალ ფესტივალად“ იყო მიჩნეული. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დიდი  ხნის უმოქმედობის შემდეგ, 2007 წელს აღდგა  შოთა  რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რის შემდეგაც ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღო.

დღისათვის  ფესტივალში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია