დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით საგანელიძე: „შესაძლოა, ქუთაისის მთავრობის სახლის დემონტაჟი მოხდეს“
2013/05/31 18:04:42

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, ნამდვილად საგანგაშოა. მისი თქმით, ამ შენობაზე ნებართვები საერთოდ არ არის აღებული და გაურკვეველი თანხებით არის აშენებული. „როცა ასეთი რაიმე ხდებოდა ქვეყანაში პარლამენტის შენობაზე, უკვე გასაგებია, რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, საერთოდ, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა ვერ გიპასუხებთ, ეს სერიოზული დაფიქრების საგანია“. - ამბობს საგანელიძე.

დავით საგანელიძე კიდევ ერთ საეჭვო მშენებლობაზე, პარლამენტის შენობის გვერდზე არსებულ მთავრობის სახლზე საუბრობს. მისი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მთავრობის სახლი არ არის მყარი და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. „ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი თანხები გამოვყოთ ამ შენობის გასამაგრებლად თუ საერთოდ დემონტაჟი ჩაუტარდეს მთავრობის სახლს.“ - ამბობს საგანელიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია