დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2013/05/31 17:18:08

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა მიმდინარეობს. ხუთწლიანი ტრადიციის მქონე ღონისძიების ორგანიზატორები არიან უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის  დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრები...

ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობენ  როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, ლექტორ-მასწავლებლები, რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები, ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასურველი სტრიქონის წაკითხვა დამსწრე საზოგადოებისათვის.

ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა და აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსუდან საღინაძემ “„p.s.“-თან საუბრისას განაცხადა: „სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება დღეს უნივერსიტეტში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივეახლებით გენიალური შოთა რუსთაველის შედევრს, მისი სტრიქონების მშვენიერებას და სიბრძნეს. სტუდენტები განსაკუთრებით ემზადებოდნენ დღევანდელი დღისათვის, რომ ტრადიციად ქცეული უნიკალური ღონისძიება ღირსეულად წარმართულიყო. აქტიური მხარდაჭერა გამოხატა რექტორატმა, დეკანატმა, დეპარტამენტმა და ზოგადად ყველამ. ბავშვებმა დაამზადეს სტიკერები, წარწერით „მე მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“ და ბაფთები.

ქართული ენისა და ლიტერატურის მე-4 კურსის სტუდენტი მაკა ფარქოსაძე: „ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის გენიალური შედევრია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. თაობებს უნდა გადაეცეს ეს ტრადიცია და სიამაყე. ვისურვებდი, რომ შემდგომ წლებშიც არ დაირღვეს ეს ტრადიცია.“

ღონისძიების ბოლოს, დაახლოებით 100-მდე მონაწილეს რექტორატის სიგელებით დააჯილდოვებენ.

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია