დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნუ დატოვებთ მოხუცებს მარტო!..“
2013/05/30 12:49:17

ქუთაისის ბალანჩივაძების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის მუსიკალურ დარბაზში ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ეგიდით და ქალბატონ ჟანა მუჯირის უშუალო ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო საღამო: „ნუ დატოვებთ მოხუცებს მარტო, ისინი ხომ ჩვენზე ზრუნავდნენ.“

იქვე მოეწყო პოეტ ირმა ქურასბედიანის ახალი პოეტური კრებულის –  „ედელვაისის“  – პრეზენტაცია.

ღონისძიების წამყვანი თავად ქალბატონი ირმა იყო, რომელიც კონცერტის მსვლელობისას, შიგადაშიგ, აცნობდა საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას. მის ლექსებს კითხულობდნენ ასევე სხვა მონაწილეებიც.

კონცერტის მსვლელობისას გაიჟღერა ახალი ფონდის –  „დავიწყებული სახეების“ – შექმნის ინიციატივამ. იგი ორიენტირებული იქნება ღვაწლმოსილ ადამიანთა თანადგომაზე. ფონდს ასევე კავშირი ექნება ინკლუზიური სწავლების ცენტრთან და მხარში ამოუდგება უნარშეზღუდულ ახალგაზრდებს.

საქველმოქმედო საღამოზე მოულოდნელი სიურპრიზით გაახარეს უნარშეზღუდული გოგონა ანა ლორთქიფანიძე, რომელსაც საცხოვრებელი ფართი გადასცეს პირად საკუთრებაში.

აუდიტორია მამა ექვთიმემ (ჩივაძემ) დალოცა. მან საკუთარი ლექსი წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.

ჟანა ჯანელიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია