დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პარლამენტში
2013/05/28 15:50:16

საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანული ეპიკური ნაწარმოების, "დედე გორგუდის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.  წიგნი "საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ასოციაციამ"  გამოსცა.  ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა."დედე გორგუდის" ქართული თარგმანის პრეზენტაციისთვის, საგანგებოდ მომზადდა ამ ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი გამოფენა. საქართველოს პარლამენტში გამოფენილი

ტილოების ავტორები, საქართველოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  დავით უსუფაშვილმა და

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა

გიორგი კეკელიძემ გახსნეს. გამოფენას, ასევე, ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აზერ ჰუსეინი.

გამოფენას ორგანიზება გაუწია,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოში არსებულმა აზერბაიიჯანულმა  ბიზნეს-ასოციაციამ  "აზები".

გამოფენის მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და კომპანია "სოკარი".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია