დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოკრძალებული 26 მაისი ქუთაისში
2013/05/26 14:17:16

დამოუკიდებლობის დღის გრანდიოზულ აღნიშვნას ამინდმა შეუშალა ხელი

დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს 26 ქალაქის მსგავსად, ქუთაისშიც გაიმართა.

პარლამენტის შენობის წინ სამხედრო ტექნიკის გამოფენა და წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია მოეწყო. მობილიზებული იყო სახანძრო დახმარების მანქანები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და რამდენიმე ჯავშანტექნიკა. უამინდობის გამო წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობა ვერ დაესწრო.

დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში აღნიშნეს მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან დოლიძემ.

ლევან დოლიძე,  თავდაცვის მინისტრის მოადგილე: „კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს გახდნენ სქართველოს შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები ღისრეულ წვლილს შეიტანენ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნასა  და გაძლიერებაში“.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს, ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისათვის, მინდა, ასევე, ყველას მივულოცო მერაბ კოსტავას დაბადების დღე,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ღონისძიებების გამო გადაკეტილია  პარლამენტრის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დღეისათვის ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია