დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
2013/05/25 18:39:59

საჩხერე იმ 26 ქალაქთა შორისაა, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

ღონისძიებები 26 მაისის 12 საათზე დაიწყება და 21 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისის გადახდის შემდეგ დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელ ლოცვებს წაიკითხავენ.

დაგეგმილია მერაბ კოსტავას სკვერში მემორიალური დაფის გახსნა, თავდაცვისა და შს სამიინისტროების აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩვენება, მუზეუმების ექსპონატების გამოფენა, წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული  და საკონცერტო ღონისძიებების ჩვენება.

„ველოდებით ბევრ სტუმარს, რომლებსაც განსხვავებული საჩხერე დახვდებათ როგორც ფორმით, ასევე შინაარსით“, – აღნიშნა psnews.ge-სთან საუბარში საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა ზაბახიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია