დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
26 მაისს ქუთაისში ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნება
2013/05/25 19:06:36

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, როგორც სხვა ქალაქებში,  მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენა და დროშები დაამონტაჟეს.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური სხვდასხვა ღონისძიებას გამართავს, რომლებიც 10:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში ნახავთ გამოფენას სახელწოდებით „იმერეთის მხარის ყოფითი კულტურა”, პარლამენტთან გაიმართება სამხედრო, საპატრულო და სახანძრო ტექნიკის გამოფენა. ცენტრალურ ბულვარში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, ხოლო ცენტრალურ მოედანზე – ადგილობრივ დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა. გაიმართება სპორტული შეჯიბრებები რაგბში, მინი-ფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში.

ამ დღეს დაგაგმილია პირველი ქართველი კინემატოგრაფის, კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის ძეგლის გახსნა რეაბილიტირებულ კინოთეატრ „საქართველოსთან“.

16 საათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჯგუფები „Life bells“, „Lost in misuc“, „ოჩოს ქოხი“, „ბანდეროლი“, ასევე იმღერებენ ელეონორა გოგოლაშვილი, მარიტა როხვაძე, მიმი ჯავახიშვილი, თიკო გრძელიშვილი, ინდირა ჯგერენაია, ქეთი კვიცარიძე, თედო ქორიძე, ბექა ბანძელაძე და სხვები.

საღამოს 21 საათზე დაასრულებს საქართველოს ჰიმნი და ფოიერვერკი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია