დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
26 მაისის აღნიშვნას ჭიათურაში გრანდიოზულად აპირებენ
2013/05/25 09:27:12

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს მასშტაბით არამარტო თბილისში, არამედ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართება. 26 მაისის აღნიშვნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაც სხვადასხვა წარმოდგენით გეგმავს.

ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ გამართული წარმოდგენით დაიწყება. მოეწყობა მარათონული გარბენი ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების რბოლა ველოსიპედებით, ფლეშ-მობს გამართავენ ქალაქის მეორე და მეოთხე საჯარო სკოლების მოსწავლეები. შედგება საფეხბურთო მატჩი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, ასევე მოსწავლეები  მიიღებენ მინაწილეობას ასფალტზე ხატვაში, ჩატარდება საჭადრაკო ტურნირი, „ყვავილების მეჯლისი“ , ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, თოჯინების სპექტაკლი.

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას დაასრულებს დასკვნითი კონცერტი, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებლი შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია