დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რესტორანი, სადაც ფულს არ იხდიან
2013/05/20 12:25:40

ესპანეთის ქალაქ ტერასაში უჩვეულო რესტორანი გაიხსნა. ნებისმიერ მსურველს მასში შესვლა და უფასოდ სადილი შეუძლია, თუმცა, რესტორანი ჩვეულებრივ სტანდარტულ მომსახურებაზე უარს არ ამბობს. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი, უსასხრობის გამო, რესტორანს ფულს ვერ გადაუხდის, მას რესტორნის სამზრეულოში, საყვარელი კერძის მოსამზადებლად, იქამდე შეუძლია ფუსფუსი, ვიდრე არ მოსწყინდება.

რესტორნის დამფუძნებლების განცხადებით, რესტორანი ყოველდღიურად 70-80 ადამიანს, უფულო კლიენტს ემსახურება. მათივე განმარტებით, რესტორანი არ არის უფასო სასადილოების მსგავსი და არც საქველმოქმედო ორგანიზაციის ნაწილი. 

„ადამიანებს სურთ, საკუთარი ყოველდღიურობა გაამრავალფეროვნონ. ჩვენთან მოდიან კლიენტები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება.  ჩვენ ვცდილობთ, ასეთებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ მძიმე ფინანსური და სულიერი მდგომარეობა,” - აცხადებს „ევრონიუსთან“ საუბარში რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამავე წყაროს ცნობით, ესპანეთში ფინანსური კრიზისის გამო, უმუშევრობამ 27 პროცენტით მოიმატა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია