დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა
2013/05/19 12:08:11

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სინდისის დაგვიანებულ ქენჯნას ეხება ფრიდრიხ დიურენმარტის პიესა „ავარია“, რომლის პრემიერაც ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართა. სპექტაკლის რეჟოსორია მამუკა ცერცვაძე.  „ავარია“ რეჟისორის პირველი  სპექტაკლი იყო მესხიშვილის თეატრში.

თუკი დამნაშავე ფაქტის წინაშე არ დაიჭირეს და ალიბის მოძებნა მოასწრო, თუკი მართლმსაჯულებას დაუსხლტა, ტყუილში ცხოვრებას იწყებს და თვლის, რომ უდანაშაულოა, მაგრამ, როდესაც უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი დანაშაულის სიდიდეს იმდენად მძაფრად გრძნობს, რომ მართმსაჯულების აღსრულებას თავად ითხოვს.

„ეს, ცოტა რთული თემატიკაა, შევეცადეთ ქართულ საზოგადოებაზე მოგვერგო, მოვნახეთ გადაწყვეტა და გროტესკი შევუსაბამეთ თანამედროვე ცხოვრებას. იმედია, შევძელით და კარგად მივიტანეთ მაყურებლამდე.  ჩვენს გარშემო ხშირად ხდება ფაქტი,  თუ დამნაშავეს დანაშაულზე არ წაასწრეს, მიაჩნია, რომ მომხდარის დამალვით უდანაშაულოა და ივიწყებს მომხდარს, სინამდვილეში კი დანაშაული ჩადენილია“-აღნიშნა პიესის რეჟოსორმა.

მსახიობთა ემოციურ თამაშს და უზადო რეჟისურას, დარბაზში მყოფმა მაყურებლებმა დადებითი შეფასება მისცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია