დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი „კულტურული ინიცაიტივა“ დღეს დასრულდა
2013/05/16 19:29:58

დაფინანსდა 9 პროექტი, მერია სხვა „მოწონებულებსაც“ დააფინანსებს

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსი „კულტურული ინიცაიტივა“ დღეს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანი საინიციატივო ჯგუფების გამოვლენა და ქალაქში არსებული კულტურული ცხოვრების გააქტიურების ხელშეწყობას გახლდათ. კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და პროექტის წარდგენის ბოლო ვადა 18 აპრილი იყო. კონკურსში დასაფინანსებელი პროექტების მთლიანი თანხა 76 000 ლარს შეადგენდა.

ქუთაისის მერიის „კულტურული ინიცაიტივის“ ფარგლებში შემდეგი პროექტები დაფინანსდა:
1. ქუთაისის კულტურული ძეგლების ინტერნეტ-გზამკვლევი – დავით კეთილაძე;
2. ალტერნატიული ქუთაისი - მუსიკალური ჯგუფი „Crossrood“; 
3. „დღეები და ღამეები“ - ნინო ლომაძე;
4. „ქალაქი“ -  ნანა უგულავა;
5. ქუთაისის მუზეუმის მე-17 საუკუნის ხელნაწერი წიგნის „იბაკონი“- ანუ ღვთიშობლის დაუჯდომელი“ მომზადება გამოსაცემად და გამოცემა - ციცინო მუმლაძე;
6. „Kutaisi Rock City Festival“ - ირაკლი კაცაძე;
7. სპექტაკლი კ. ლორთქიფანიძის „ცაბუნია“ - თენგიზ ჯავახაძე;
8. „იცნობ შენს ქალაქს, გააცანი სხვას!“ - საინიციატივო ჯგუფი „თანამოაზრეები“;
9. „გახსოვდეს შენი ისტორია“ - შპს „ძველი ქალაქი“ ირაკლი მაჩიტიძე:

როგორც კულტურის სამსახურში აცხადებენ, კომპეტენტურმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტები, მაგრამ ბევრი საინტერესო ინიციატივა გამარჯვებულთა სიაში ვერ მოხვდა, ამიტომ კულტურის განყოფილება პირადი ინიციატივით რამდენიმე ავტორს დაუფინანსებს პროექტს წლის მიმდინარე ბიუჯეტიდან. მათ სახელებს კულტურის სამსახური სამშაბათს გამოაქვეყნებს.

დეტალური ინფორმაცია პროექტის ირგვლივ ჟურნალისტებისთვის ზუსტად ამ დროისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია