დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარობა გეგუთში
2013/05/14 16:52:32

დღეს გეგუთის სამეფო ციხე-დარბაზის ისტორიულ ნანგრევებთან ტრადიციული თამარობა აღინიშნა.

დღესასწაული მასშტაბური ხასიათის იყო, უამრავი დამთვალიერელებელი ესწრებოდა ჩატარებულ ღონისძიებებს. გაიმართა დოღი, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. გეგუთის №1 საჯარო სკოლამ გამართა კონცერტი, სადაც წარმოადგინეს სპექტაკლი სახელწოდებით „ამომავალი მზე თამარი“.

თამარობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ. ისტორიის წრის ხელმძღვანელმა მარინა შავგულიძემ, სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის მოთხრობით, შეუქმნა ბავშვებს წარმოდგენა დიდი მეფისა და გეგუთის ციხე-დარბაზის შესახებ. სასახლის აღსაზრდელებმა პროგრამებისა და ინოვაციის ხელმძღვანელის, მაგული ქავზინაძის ორგანიზებით, წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აქ სული ბუდობს თამარის“. სასახლის ქართულ-ხალხურ საკრავთა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ლალი ფუტკარაძე) შეასრულა ფოლკლორული ნიმუშები. 

ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.  პატარა ნიკოლოზ გოცირიძემ P.S.-თან საუბრისას განაცხადა: „ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ყველას ვთხოვ, რომ მომავალში უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ ეს დღე. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით და ასე გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა დიდი თამარისადმი“.

ჟანა ჯანელიძე 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია