დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიბლიოთეკები შემეცნებით-ინტელექტუალურ კვირეულს მასპინძლობენ
2013/05/13 21:07:51

დღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში   ტრადიციული კვირეული გაიხსნა. აღნიშნული კვირეული გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და შემეცნებით-ინტელექტუალურ ხასიათს ატარებს. მთელი კვირის განმავლობაში ბიბლიოთეკები დატვირთული იქნება სხვადასხვა თემეტიკაზე შექმნილი ღონისძიებებით.

 გასულ წლებში  კვირეული 27 აპრილს იხსნებოდა, მაგრამ წელს, მიზეზთა გამო გახსნამ მაისში გადმოიწია.

კვირეული საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში გაიხსნა და მასში მონაწილეობას კონკრეტული ბიბლიოთეკის მკითხველებთან ერთად იმ უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, სადაც ბიბლიოთეკა მდებარეობს.  

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დღეს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეების მიერ მოწყობილ თეატრალიზებულ წარმოდგენას უმასპინძლა.

ბიბლიოთეკებში მიმდინარე კვირეული პარასკევს დაიხურება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია