დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის კვირეულის ფარგლებში პარლამენტმა ახალგაზრდულ გამოფენას უმასპინძლა
2013/05/13 16:10:40

ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ქუთაისის მე-17, 21-ე და პირველი საშუალო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი თემაზე, „როგორ გვესმის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს. წარმოდგენილი ნამუშევრები პარლამენტის თავმჯდომარემაც დაათვალიერა.

„ევროპული კვირეულია საქართველოში და ეს ძალიან მნიშნელოვანია. გვინდოდა, რომ ბავშვებისთვის მათი დამოკიდებულების გამოხატვა გვეთხოვა საქართველოსა და ევროკავშირთან მიმართებაში. მინდა| აღვნიშნო, რომ მართლა აღფრთოვანებული თუ რამხელა აზრია ჩადებული თითოეულ სურათში. მე ნამდვილად არ მიკვირს ქუთაისელი ბავშვებისგან ასეთი გამართული აზროვნება, რადგან ეს ქალაქი სულ გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო ფუნქციით. მე ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ასე პროგრესულად აზროვნებს, ისინი უკვე ნამდვილი ევროპელები არიან“. - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ახალგაზრდული გამოფენის პარალელურად, პარლამენტის ფოიეში  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  ფოტო გამოფენაც გაიხსნა. დამთვალიერებელს სურათები ქართულ-ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებს აცნობს. ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ.

შეხვედრის ბოლოს შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვითაც მიმართა. შეხვედრაზე 2014 წლის დუბლინის ლიტერატურული პრემიის ქართველი კანდიდატიც გახდა ცნობილი. საქართველოდან აღნიშნული პრემიის მისაღებად მწერალი ლაშა ბუღაძე იბრძოლებს. ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მოსაპოვებლად კი წარდგენილები არიან მწერალი ზაზა აბზიანიძე და ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე.

პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდული გამოფენის მონაწილეებს სამსახსოვრო სიგელებიც გადასცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია