დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოფენა საჩხერეში
2013/05/13 14:04:37

საჩხერის კულტურის ცენტრის საგამოფენო დარბაზში 26 აპრილიდან დაიწყო ფერწერის, გრაფიკის, ბატიკისა და აკვარელის გამოფენა. გამოფენას, როგორც პროექტს, ხელმძღვანელობს მხატვარი გიორგი გურასპაშვილი. პროექტის ორიგინალობა იმით გამოიხატება, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა მხატვრები: ელენე გამგონიძე, გურამ ნავროზაშვილი, ნუცა ესებუა და უსინათლო მხატვარი – გოგა ქობელაშვილი.

გამოფენის ორგანოზატორები არიან: საქართველოს მხატვართა კავშირი, მეცნიერებისა და ხელოვნების კავშირი, ასევე საჩხერეში ახლახან ჩამოყალიბებული ფონდი „მოდინახე“.

„ასეთ ღონისძიებებს ყოველთვის მხარს დაუჭერს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დაგეგმილი გვაქვს, რომ საჩხერეში მოეწყოს უსინათლო მხატვრების გამოფენა. ჩვენ უკვე გვაქვს პრეცედენტი –საჩხერის კულტურის ცენტრში უსინათლო მხატვრის, გოგა ქობელაშვილის ნახატები გამოიფინა. ყველამ აღნიშნა, რომ ეს გამოფენა მაღალი დონისაა და ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით შეზღუდული  უნარების მქონე შემოქმედთ, მით უფრო, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა გოგამ,“ – აღნიშნა საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა ზაბახიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია