დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერის გამწვანებაზე ბათუმი ზრუნავს
2013/05/10 18:15:50

 საჩხერეს  საბჭოთა ეპოქაში, ძირითადად, რაიონის ადმინისტრირების ფუნქცია ჰქონდა და მის ესთეტიკურ მხარეზე თითქმის არავინ ზრუნავდა. ალბათ, მთელ საქართველოში საჩხერე ერთადერთი რაიონული ცენტრი იყო, რომელსაც პარკი არ ჰქონდა.

 ყოფითი პრობლემების მიუხედავად, 1 ოქტომბრის მერე შეცვლილმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებაზე ეზრუნა.

 თუ ვინმე ერთი წლის წინ იყო საჩხერეში და შეადარებს დღევანდელს, განსხვავებას აუცილებლად დაინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ივანიშვილი ბევრს აკეთებდა საჩხერეში, ესთეტიკური მხარე მაინც უყურადღებოდ რჩებოდა, რადგან მომავალი პრემიერი სოციალურსა და კომუნალურ მიმართულებებს აფინანსებდა. კეთილმოწყობის სამსახურს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზერული დაფინანსება ჰქონდა. წლევანდელმა ბიუჯეტმა და საჩხერის საკრებულოს აქტიურობამ ქალაქს “სიმწვანე შემატა,“ ხარჯი არც ისე დიდია, რადგან საჩხერეს  ბათუმის საკრებულომ  მცენარეები საჩუქრად გადასცა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა, საჩხერისათვის ჩამოიტანა იშვიათი ჯიშის მცენარეები.  ბათუმელმა და საჩხერელმა მოხალისეებმა მცენარეები ,,დაასახლეს“ ბათუმის სახელობის სკვერში, 9 აპრილის ბაღსა და მდინარე ყვირილას განაპირა ფერდობზე. 

 ,,საჩხერისა და ბათუმის დამეგობრება უკვე დადებითად აისახა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. გარდა იმისა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩამოიტანა ეს მცენარეები და გვაჩუქა, მან გვითხრა, რომ ჩვენთან ურთიერთობას კვლავ გააგრძელებს. კულტურული ღონისძიებების გაცვლის გარდა, კვლავ გვაქვს დაგეგმილი საჩხერის ტერიტორიის დეკორატიული მცენარეებით განაშენიანება. ნერგები კვლავ უფასოდ გადმოგვეცემა ბათუმის საკრებულოსაგან. გვაქვს ამბიცია, რომ საჩხერე ეკოლოგიურად და ესთეტიკურად  ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული იყოს რესპუბლიკის მასშტაბით. ვცდილობთ, რომ პირადი კავშირების წყალობით უფასოდ მოვახერხოთ ნერგების შეგროვება და დარგვა, რათა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვეს ტერიტორიის გამწვანება,“- აღნიშნა საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა ზაბახიძემ.

 ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს ,,ბათუმის სკვერი“, სადაც იშვიათი მცენარეების გვერდით შეამჩნევთ თუთის ხესაც, რომელიც სკვერის ტერიტორიაზე ბუნებრივად არსებობს. სკვერში გაზონების, ძელსკამების, ლითონის ,,ბუნგალოს“ გარდა საბავშვო გასართობიცაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია