დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქუთაისელ ვეტერანებს მერიამ 100 ლარით მიულოცა
2013/05/09 14:12:24

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს ქუთაისელმა ვეტერანებმა. მათ დღეს აღმაშენებლის გამზირზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, წარსული გაიხსენეს და ერთმანეთს გამარჯვების დღე მიულოცეს.

ამ დროისათვის ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 83 ვეტერანი ცხოვრობს.

შოთა სვანიძე, ვიცე-პოლკოვნიკი: „ეს უდიდესი დღეა ჩვენთვის, ვინაიდან სამშობლოს დაცვა ყველა მოქალაქის ვალია და ჩვენც პირნათლად მოვიხადეთ ეს ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე. ვემსახურე ჩემს ქვეყანას 30 წელიწადი.  მე აფხაზეთიდან ვარ და იქ დავკარგე ჩემი ქვეყნის ნაწილი. მთავარია, ახალ თაობას ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, რაც დღეს ნაკლებადაა.“

ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქალაქის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და ფულადი ჯილდოს სახით 100 ლარი გადასცეს, რაც გასულ წელთან შედარებით 100 ლარით ნაკლებია.

„ვულოცავთ ყველა ვეტერანს და არა მარტო მათ გამარჯვების ამ დღეს. სამნუხაროდ, ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბოლოო ჯამში,  არის 60 მილიონი ადამიანი დაღუპული, ომში წასულთაგან პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან დაიღუპა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ადამიანებს,“ – აღნიშნა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია