დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი "დონ ჟუანი" გერმანიაში მიემგზავრება
2013/05/04 19:48:43

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი საგასტროლოდ გერმანიაში მიემგზავრება. ამის შესახებ დღეს თეატრმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა.  საგასტროლოდ თეატრს ჟან ბატისტ მოლიერის ”დონ ჟუანი” მიაქვს. სპექტაკლის რეჟისორი კახა ბაკურაძეა. გერმანიაში თეატრი 13 მაისამდე დაჰყოფს  და აღნიშნულ სპექტაკლს სამ ქალაქში ითამაშებს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა 5 ჯერ მოახერხა საერთაშორისო გასტროლის მოწყობა.  გერმანია მე–5 ქვეყანა იქნება. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მაისის შუა რიცხვებში კი ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინაში მიემგზავრება.

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი 1990 წელს დაარსდა. დადგმული აქვს 50–მდე სპექტაკლი, თუმცა ახლა ისინი შენობის გარეშე აგრძელებენ მოღვაწეობას.

”p.s.”-თან საუბრისას თეატრის დირექტორი ზურაბ ფხაკაძე განმარტავს, რომ მიუხედავად შენობის არ ქონისა, მათ მაინც კარგი შედეგები აქვთ და ბევრი გასტროლი მოაწყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ასე მარტივად არ ხდება.

სოფო ჩირაძე(ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის მსახიობი):

”მსახიობისთვის და თეატრისთვის დიდი გამოცდილებაა გასტოლეზე გასვლა, რადგან ეცნობი სხვა ქვეყნის თეატრები რა გზით ვითარდებიან და შედარებას ახდენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქართული თეატრი მაღალ დონეზე დგას და ეს ყოველთვის იგრძნობა.”

 

ქეთი ლებანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია