დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საორმაისო გამოფენა სახვითი ხელოვნებს გალერეაში
2013/05/02 17:55:57

ქეთევან ლებანიძე

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ქუთაისი და ქართული კინო“, რომელიც პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი  დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 100 წლისათვის მიეძღვნა.

გამოფენაზე, რომლიც 2 მაისს ქუთაისის კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა წარმოდგენილი იყო ქუთაისთან მიმართებაში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი : „ვეფხისტყაოსნის“ დიღმელოვებისეული წარმოდგენები, კინოში გაცოცხლებული გაბრიაძისეული ქუთაისი, ვ. ამაშუკელის, გ. შავგულიძის, ვ. ანჯაფარიძის, რ. ჩხეიძის, შ. მანაგაძის და ა.შ. არქივები და მემორიალური ნივთები.

თამთა თურმენიძე ( ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი): „2 მაისის ფარგლებში დღეს გაიხსნა გამოფენა „ქუთაისი და ქართული კინო," გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ქუთაისი, როგორც ქალაქი, რადგანაც სწორედ ქუთაისში გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგება. ასევე, წარმოდგენილი არის ექსპონატები, რომელიც დაცული არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. ისეთი ადამიანების ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებული არიან ქუთაისთან და ნაჩევნებია ის, თუ რა როლი შეასრულა ქუთაისმა ქართული კინოს განვითარებაში."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია