დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგაზაფხულო გამოფენა საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“
2013/05/02 16:44:51

ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ ტრადიციული ყოველწლიური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით – „გაზაფხულის გამოფენა“. წარმოდგენილი იყო 38 ავტორის 82 ნამუშევარი. ნამუშევრები შესრულებული იყო გრაფიკასა და  ფერწერაში, წარმოდგენილი იყო ქანდაკებები და გობელენები. საგამოფენო დარბაზი „ვარლა“ ორი მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველწლიურად მასპინძლობს ე.წ. „სამი თაობის“ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია  შემოქმედთა სამი თაობის ნამუშევრები. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახლაბედა შემოქმედთა ნამუშევრებიც. „ვარლაში“ პირველად გამოიფინა  მაგდა ჩუბინიძის „პორტრეტები“ და ლუარა გამყრელიძის „ბროწეულები“.

ყოველწლიური ტრადიციული გამოფენა ემსახურება ადგილობრივ შემოქმედთა პოპულარიზაციას.

მარი პატარაია 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია