დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის კუთხე ქუთაისში ერთი წლის გახდა
2013/05/01 21:24:38

გელათში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დათავლიერების შემდეგ, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ესტუმრა და ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილი ამერიკული კუთხე დაათვალიერა. ქუთაისში ამერიკის კუთხე დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამერიკული კუთხის ხელმძღანელობამ ქუთაისის ნომერ 17-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ამერიკის ელჩის პატივსაცემად თეატრალიზებული წარმოდგენა ინგლისურ ენაზე გამართეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო  ქუთაისში ამერიკული კუთხის წარამტებით განხორციელებაში. ეს  გახლავთ ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მოსვლა, ინგლისურ ენაზე წიგნების წაკითხვა და ინფორმაციის მოძიება  ამერიკის კულტურის შესახებ. ესაა ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსა და ამერიკას შორის კულტურულ და ადამიანურ სფეროში, ეს პროცესი ნამდვილად უნდა გაღრმავდეს.  შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რომ არა მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტებისგან, ბიბლიოთეკებისგან, საჯარო სკოლებისგან და სხვა დაწესებულებებისგან. დღვანდელი შეხვედრა სიმბოლურიც არის, ვინაიდან ეს უკავშირდება ინფორმაციის თავისუფლებას. იყო დრო, როდესაც სამყაროს ამ ნაწილში ინფორმაციის მოპოვება ინგლისურ ენაზე მარტივი არ იყო. მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა მსოფლიოს პრესის დღემდე ორი დღით ადრე, ეს არის შანსი, რომ გავიხსენოთ და აღვნიშნოთ ინფორმაციის თავსუფლების მნიშნელობა,“-აღნიშნა ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარ ნორლანდმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია