დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ- ს ელჩი გელათს ეწვია
2013/05/01 21:13:49

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ქუთაისს ეწვია და გელათის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა. 

აშშ-ის ელჩის ფონდიდან  გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეკვდერის და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების შესანარჩულებლად 40 880 დოლარის გრანტი გამოიყო. საქართველოში აღნიშნული ფონდის დახმარებით 2001 წლიდან 13 პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ბიუჯეტმა $343,208 შეადგინა. გელათის მონასტერი საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირსშესანიშნაობაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიის ნაწილია.

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების აშშ-ის ელჩის ფონდი 2000 წელს კონგრესის ბრძანებულების საფუძველზე ჩამოყალიბდა. AFCP კულტურული ძეგლების, ნივთების, კოლექციების და კულტურის გამოხატვის სხვა ტრადიციული ფორმების შენარჩუნებაზე 100-ზე მეტ ქვეყანაში ზრუნავს. AFCP-ის მეშვეობით აშშ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მსოფლიოში 640-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. AFCP-ის პროექტებს შორის უძველესი და ისტორიული შენობების შეკეთება, იშვიათი ხელნაწერების, სამუშაო კოლექციების შეფასება-კონსერვაცია, არქეოლოგიური ძეგლების, ტრადიციული ხელნაკეთობების შექმნის მეთოდების და ადგილობრივი ენების დაცვა და შენარჩუნება შედის. კულტურული მემკვიდრეობა კაცობრიობის ისტორიულ გამოცდილებასა და მიღწევებს შეგვახსენებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია