დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმცირესობამ კულტურის მინისტრს საუბრის ტონი მოუწონა
2013/04/30 17:55:26

საპარლამენტო უმცირესობამ ბოლო პერიოდში დანერგილი ტრადიცია არც ამ სასესიო კვირაში დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე მეექვსე სასესიო კვირაა, რაც სხვადასხვა უწყების ლიდერებს უსმენენ პარლამენტში. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ წუთებში უმცირესობის წევრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს  გურამ ოდიშარიას  ხვდებიან. ოდიშარია დეპუტატებს სამინისტროში მისი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და მომავალში დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრება.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თეატრების შესახებ კანონპროექტზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც მთლიანად იცვლება თეატრების მენეჯმენტი. ასევე ოდიშარიას თქმით, დაგეგმილია საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების შექმნაც, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები განსაკუთრებული ინეტერესით ელოდებიან.

შეხვედრაზე პირველი შეკითხვა უმცირესობის წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს, ეკუთვნოდა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრომ უხეშად შელახა ინტელექტუალური საკუთრების უფლება და ამიტომ კულტურის სამინისტრომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამომცემლობებთან ურთიერთობასა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გარკვეული სტრატეგია გააჩნია. ისინი სპეციალურად გამომცემლობებისთვის კონკურსების გამოცხადებას გეგმავენ. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით კი მხოლოდ ამ ეტაპზე 20 წიგნი ითარგმნება. ოდიშარიას განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია ქართული ლიტერატურის თარგმნა ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ გამოიწვია, რომლისთვიაც წიკლაურის თქმით, საქართველოს 2015 წელს უნდა ემასპინძლა.

ოდიშარიას განცხადებით, მოლაპარეკებები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება. მისი თქმით, ლაიფციგში წიგნის ფესტივალზე გადაწყდა, რომ ფრანკფურტიდან ივნისის თვეში ჩამოვლენ საქართველოში წარმომადგენლები. ისინი კიდევ ერთხელ გაეცნობიან საქართველოში არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტენ 2015 თუ 2016 წელს უმასპინძლებს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას.

„პირადა მე მირჩვენია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 2016 წელს ვუმასპინძლოთ. რადგან, ამ დროისთვის უფრო ბევრი წიგნი იქნება ნათრგმნი და სტუმრებს გაცილებით მომზადებულები შევხდვებით. თუმცა, ყველაფერს გავეკეთებთ იმისათვის, რომ 2015 წელსაც ღირსეულად ვუმასპუნძლოთ ამ ძალიან მნიშნელოვან წიგნის ბაზრობას“. - ამბობს ოდიშარია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროს მთავარი და საბოლოო მიზანია, რომ საქართველომ თავად შექმნას საკუთარი წიგნის საერთაშორისო ფესტივალი.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა, ასევე, ლიტერეტურული გაზეთის დაფინანსებას, რომელიც წიკლაურის თქმით შეწყვეტილია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 23 მილიონით ნაკლებია და უფრო შეზღუდული ფინანსებით უწევთ საქმიანობა. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მხოლოდ კონკურსის საფუძველზე მოხდება ამა თუ იმ გამოცემის დაფინანსება.

პირველ შეფასებებს მხარეები უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. თუმცა, უმცირესობის წარმომადგენლებმა შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთხელ მოუწონეს ტონი გურამ ოდიშარიას. მათი თქმით, დასაფასებელია რომ მინისტრი წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას კულტურის სფეროში, დადებითად აფასებს და სხვა მინისტრების მსგავსად არ ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არაფერი გაუკეთებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია