დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი ანტალიიდან დაბრუნდა
2013/04/15 13:54:45

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი თურქეთის ქალაქ ანტალიიდან დაბრუნდა. ანტალიაში, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. მე-7 ფესტივალში მონაწილეობას ევროპისა და აზიის 16 ქვეყანა იღებდა. საქართველოს კი ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი წარმოადგენდა. 


ფესტივალის მასპინძელი ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო, რომელიც თავად დაუკავშირდა ქუთაისის თეატრს, რათა საქართველო ჩართულიყო აღნიშნულ ფესტივალში.

ქუთაისის თეატრმა ფესტივალზე მოლიერის „დონ ჟუანი“ წარმოადგინა, რომელშიც თეატრის ხუთი მსახიობია დაკავებული. ფესტივალის საზეიმო გახსნა ქემელ ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრში შედგა, სადაც მისასალმებელი სიტყვა  წარმოთქვა თეატრის დირექტორმა ზურაბ ფხაკაძემ. 
„თეატრი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს მშვიდობის ენაზე ველაპარაკოთ, რომ მსოფლიოში სიკეთე ვთესოთ. კულტურათა ეს დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ ზეიმში საქართველოც იღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა თავის სიტყვაში ზურაბ ფხაკაძემ. – „ანტალიაში თეატრი 8 აპრილს გაემგზავრა. ადგილობრივ აეროპორტში ფესტივალის ორგანიზატორებმა გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს, რომლის შემდეგ სასტუმრო „პოლენში“ განვთავსდით. ქართველებთან ერთად ჩვენს სასტუმროში ირანის, საფრანგეთისა და თურქეთის დედაქალაქ – ანკარის, აზიზ-ნესინის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ცხოვრობდნენ. დამეგობრება პირველი წუთებიდან დაიწყო. არ შეიძლება არ შეგვემჩნია განსაკუთრებული სითბო, რომელიც ქართველებისადმი იგრძნობოდა. ეს დამოკიდებულება უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 10 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ. ჩვეთვის განსაკუთრებული იყო ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან ურთიერთობა. უნივერსიტეტი, როგორც ფესტივალის ძირითდი ორგანიზატორი უზრუნველყოფდა ჩვენს ყველა გადაადგილებას და მასპინძლობას. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სტუდენტურმა ქალაქმა, კამპუსებმა და საერთოდ უნივერსიტეტის განათლების დონემ. საერთაშორისო უნივერსიტეტში 50 000 სტუდენტი ცხოვრობს. მათ შორის 20 000 უცხოელია. აქვე არიან ქართველ სტუდენტები, რომლებიც სპეკტაკლზე დაგვესწრნენ, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული იყო. თავისუფალი დრო თითქმის არ გვქონდა. დღეში 3 სპექტაკლს ვესწრებოდით. თუმცა მაინც გამოვნახეთ საშუალება, რომ ანტალიის უნიკალური პლაჟით ხმელთაშუა ზღვითა და თურქეთის ამ ნაწილის ბბუნებით დავმტკბარიყავით. თურქეთში ჩვენი დასი, ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის 22-წლიანი არსებობის მანძილზე მეათედ გაემგზავრა.“

ამ დღეებში დაგეგმილია კიდევ ერთი გასტროლი ქალაქ სტამბულში, სადაც ასევე საერთაშორისო ფესტივალი იმართება. სტამბულში ქუთაისის თეატრი 22 აპრილს არის მიწვეული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია