დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გალერეა „ვარლა“ ოთარ ქანდარიას „ქართულის სიყვარულს“ მასპინძლობს
2013/04/14 22:09:37

14 აპრილს საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ მხატვარ ოთარ ქანდარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ქართული ენის დღეს ეძღვნება.

ღონისძიებას ორგანიზება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა გაუწია.

ოთარ ქანდარია არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის კავალერი. მას წელს 75 წელი შეუსრულდა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერიის ფონდში. მისი ნახატები ასევე ინახება კერძო კოლექციებში საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკასა და სლოვენიაში.

„ვარლაში“ მისული დამთვალიერებლები, მხატვრის მეგობრები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები  მხატვრის შემოქმედებით მიღებულ შთაბეჭდილებებს ვერ მალავდნენ.

მადონა მეგრელიშვილი, პროფესორი: „მინდა ვთქვა, რომ ოთარ ქანდარია განსაკუთრებული ხელწერის მხატვარია,მე ვერავის ერ ვხედავ მეორეს, ვინც შეიძლება, მას შევადარო. შეიძლება არის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. მინდა, ოთარს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე, ქუთაისელებს და არა მარტო მათ კი – ამ შესანიშნავი მხატვრის არაერთი ლამაზი გამოფენა.“

თამარ ჭეიშვილი, პროფესორი: „ოთარი არის ბრწყინვალე მხატვარი, კარგი ოსტატი თავის შემოქმედების. არაჩვეულებრივი პიროვნება და ყველას მეგობარი, ბედნიერია ქუთაისი, რომ ასეთი მხატარი ჰყავს მას. ამ დარგში, რაც დღესაა წარმოდგენილი, ბატონ ოთარს ბადალი არ ჰყავს. დღევანდელი გამოფენა არის არაჩვეულებრივი, თითოეულ ნამუშევარს ეტყობა, როგორ ულამაზესადაა შესრულებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ ლამაზი დღისათვის და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.“

ოთარ ქანდარიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ქუთაისს და მის ისტორიულ  ძეგლებს უჭირავს. ამ მხატვრის უაღრესად ინდივიდულურ ნამუშევრებში მართმადიდებლური კულტურა და ბიზანტიური ორნამენტულობა ერწყმის ერთმანეთს, რაც ქართული ხუროთმოძღვრების სულს, მის სისადავესა და დიდებულებას გადმოსცემს. ოთარ ქანდარიას ეკუთვნის ქართული ანბანის თითოეულ ასო-ბგერაზე შექმნილი ორნამენტულ-დეკორატიული ნამუშევრები. სწორედ ამ ნამუშევრების ხასიათიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ოთარ ქანდარიას პერსონალური გამოფენა 14 აპრილს, ქართული ენის დღეს გამართულიყო.

ოთარ ქანდარიამ გამოფენას „ქართულის სიყვარული“ უწოდა, ამიტომაც საგამოფენო დარბაზში ძირითადად ქართულ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. რომელთა დათვალიერებაც მსურველებს ათი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია