დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"დღეს ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ქართული ენა!"
2013/04/14 01:42:41

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. psnews.ge პრემიერის განცხადებaას  უცვლელად გთავაზობთ:

"14 აპრილია ჩვენთვის, ქართველებისათვის განსაკუთრებული დღე, დედაენის დღეა. ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ქართულ ენას, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება. დღეს 35 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველი ახალგაზრდები – სტუდენტები და მოსწავლეები წინ აღუდგნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. მათ საქმით და არა სიტყვით დაუდასტურეს ქართულ ენას გულწრფელი ერთგულება - მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ საფრთხეს, განსაცდელს, რომელიც შეიძლებოდა, პროტესტის ასეთ ფორმას  მოჰყოლოდა.

მათ პროტესტს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმოამდგენელიც შეუერთდა. ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა და პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო – ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა.

ეს იყო უნიკალური შემთხვევა საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია იმიტომაც, რომ სწორედ 14 აპრილმა მისცა ბიძგი, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობას საქართველოში.

დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ , რუსთაველის პროსპექტზე, იმ ახალგაზრდებს შორის მეც ვიდექი. არასოდეს დამავიწყდება ის ამაღლებული განცდა, რომელიც დიდი საფრთხის მიუხედავად, ყველას გვაერთიანებდა.

დღეს ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ქართული ენა და აღვუდგინოთ მას თავისი განსაკუთრებული ადგილი. მე დაგპირდით და ჩვენი მთავრობა ასრულებს დანაპირებს. სპეცალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა პროექტის შემუშავება სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახლემწიფო სტატუსი".

 

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია