დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გიორგი სამანიშვილის ბარელიეფი გაიხსნა
2013/04/01 16:08:46

1 აპრილს მოასწავლე-ახალგაზრდობის პარკში პარკის პირველი დირექტორის, გიორგი (ჟორა) სამანიშვილის ბარელიეფი გაიხსნა. პარკის რიგით მეხუთე დირექტორმა, ბატონმა გიზო თავაძემ ერთგვარი ექსკურსი ჩაუტარა მიწვეულ საზოგადოებას და მიმოიხილა გიორგი სამანიშვილის ღვაწლი და ის დამსახურება, რაც მას მიუძღვის პარკის დაარსებასა და განვითარებაში. ასევე სტუმრებს წარუდგინეს თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ.აღ-ის მე-19 საუკუნეში შექმნილი ლომების ქანდაკებების ასლები, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის შესასვლელშია განთავსებული. როგორც ითქვა, აღნიშნული სკულპტურები სრულიად უსასყიდლოდ გააკეთეს ბატონებმა: გია დარსაველიძემ და გიორგი კიკვაძემ. ღონისძიებაზე რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა მარიკა სამანიშვილმა უდიდესი კმაყოფილება გამოთქვა მამამისის ხსოვნის პატივისცემისათვის.

დამსწრე საზოგადოებამ არაერთი ინიციატივა გააჟღერა პარკის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. უპირველესად, ეს ეხებოდა ტერიტორიის შემოღობვას, რაც პარკს დაიცავს მოჩვეული პირუტყვისგან, ასევე წინადადება შემოვიდა პარკში აშენდეს ე.წ. მთამსვლელთა სავარჯიშო კედელი.

 

ჟანა ჟანელიძე

ნინო მარაქველიძე  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია