დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის უნივერსიტეტში ჟურნალისტები რესპონდენტებად იქცნენ
2013/03/25 12:06:44

ქართული ჟურნალისტიკის დღეს - 21 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორატმა და სტუდკავშირმა მრგვალ მაგიდასთან მიიწვია ბეჭდვური და ელექტრონული მედიის 20-მდე წარმომადგენელი.

რექტორმა ლელა ქელბაქიანმა პროფესიული დღე მიულოცა ქუთაისელ ჟურნალისტებს და მოკლედ უამბო დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული და აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის შესახებ. შემდეგ კი ჟურნალისტები თავადვე აღმოჩნდნენ რესპონდენტების ამპლუაში - სტუდენტებმა მათ არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს ყოველდღიური საქმიანობის გარშემო.

შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ელისო ქაროსანიძე უძღვებოდა, თბილ, სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა. ჟურნალისტებმა პროფესიული საჩუქრების  პაკეტიც მიიღეს მასპინძლებისაგან და, ბოლოს, ა ლა ფურშეტზე, სპეციალურად მათთვის დამზადებული, „მიკროფონით“ დამშვენებული დიდი ტორტიც გაჭრეს.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია