დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული კოსტიუმების განახლებული კოლექცია
2013/03/11 12:43:20

8 მარტს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ფოიეში დიზაინერ ნატო მიქავას კოლექციის ჩვენება გაიმართა. ორგანიზატორი იყო ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

კოლექცია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქალის სტილიზებული სამოსის იმ  მასალებითა  და ფოტოსურათებით არის შთაგონებული, რომლებიც ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ნატო მიქავა, დიზაინერი: „მოხარული ვარ, რომ ჩემს გამოფენას მესხიშვილის თეატრი მასპინძლობდა. წარმოვადგინე ქართული ეროვნული კოსტიუმები ახალი თვალთახედვით. ფოტოსურათებზე აღბეჭდილი სამოსის ფერთა გამა და სილუეტები, თითქმის ზუსტად არის დაცული. დღეს ჩვენებაზე 14 მოდელი გამოვიტანეთ, რომელზეც, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით.“

თამთა თურმანიე, მერიის კულტურის სამსახურის მთავარი    სპეციალისტი:          „ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალს ქალბატონი ნატოს შემოქმედებას, ის გამორჩეულია თავისი ნიჭითა და ხედვის ახლებური უნარით. ამიტომ კულტურის სამსახურმა გადაწყვიტა, ერთი ლამაზი დღე მიეძღვნა ამ საინტერესო კოლექციისათვის. აქვე მინდა გავიხსენო 1859 წელს ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა კავკასიაში, როდესაც დიუმამ ქუთაისი დაახასიათა, როგორც პატარა, ევროპული ქალაქი, სადაც პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით თუ აღწევს. მართლაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქუთაისური კულტურა ევროპული ტრადიციების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რაც, ბუნებრივია, ქუთაისელების და, განსაკუთრებით, ქალბატონების სამოსშიც აისახა.“

ქართული ჰანგები, უზადოდ შესრულებული სამოსი და ლამაზი სილუეტები ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიდა თეატრის ფოიეში და მნახველთა აღფრთოვანებას იწვევდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია