დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბები, რომელთაც მარიამი ფოტოებით გვიამბობს
2013/03/11 12:26:07

ბევრი შეიძლება დაწერო მასზე, მით უმეტეს მაშინ, როცა დილის ცხრიდან საღამოს 6-მდე ერთ ოთახში ვსხედვართ, ერთად ვიწყებთ დილას ყავის სმით, დავდივართ სამსახურებრივ მივლინებებში და, მიუხედავად ბევრი საქმისა, შიგადაშიგ ჭორაობის მცდელობებიც გვაქვს... ჰოდა, ამიტომაც ზუსტად ვიცი, რომ ხელით კი არა, თვალით შეუძლია დაიჭიროს მზე, ერთხელ კი არა, ბევრჯერ. დაიჭიროს წუთი - ეს გამარადიულებული წუთები მისი ფოტოებია, რომლებიც გვიამბობენ უამრავ ამბავს, რომლებსაც შენც იცნობ, შენც ხედავ, მაგრამ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ კიდევ უფრო სხვა თვალით აღიქვამ მათ. 

მარიამ ქველიაშვილი პროფესიით ფოტოგრაფი როდია. ის ამჟამად ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში მუშაობს სოციალური მედიის კომპონენტის კოორდინატორად. უამრავ რამეს აკეთებს ერთად: ორგანიზაციის საიტი, მისი პროექტის ფარგლებში შექმნილი უამრავი ბლოგების მართვა, ტრენინგები, ღონისძიებები, სამსახურებრივი ფოტოგადაღებები და არა მარტო სამსახურებრივი...
ჯერჯერობით, საკუთარი პერსონალური ფოტოაპარატიც კი არა აქვს. ვერ იტყვის, რომ ფოტოგრაფია მისი ჰობია (ჰობი კიდევ უფრო სხვა რამეა). თუ ერთხელ მაინც გინახავს, როგორ მუშაობს, იმასაც დაინახავ, თუ როგორ ანაწილებს საკუთარ თავსა და სულს ყველა ფოტოში.
უცნაურად დაიწყო მისი და ფოტოაპარატის მეგობრობა. სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს ფოტოგრაფი მოვიდა ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. მარიამმა ჩამოართვა ფოტოაპარატი და თითქმის ყველა ფოტო თავად გადაიღო... მას შემდეგ „მოიწამლა“ ფოტოგრაფიით...
ორი დღის წინ facebook-ზე სტატუსი დაწერა: „დღეს მაკამ მკითხა, რისი გადაღება გინდა ყველაზე მეტადო. ვუთხარი, ადამიანების და, ზოგადად, ყველაფრის-მეთქი, მერე ჭიათურამდე ვფიქრობდი, დაკრძალვას როგორ გადავიღებდი.“
ყველა სამუშაო კვირის დასასრულს მარიამი იტყვის ხოლმე, შაბათ-კვირას სახეტიალოდ მივდივარ... დაბრუნდება ორშაბათს და ერთ ფინჯან ყავასთან ორი სიტყვით და უამრავი ფოტოთი გვიამბობს ხეტიალის ამბებს...

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია