დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტი ოსკაროსანი ფილმების კვირეულს მასპინძლობს
2013/02/25 19:04:35

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, წერეთლის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ოსკაროსან ფილმთა კვირეულმა აიღო სტარტი. კინოკვირეული დღეს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კვირეულის დაწყების დღ, სიმბოლურად დაამთხვიეს 24 თებერვალს გამართულ ოსკარის ცერემონიალს.

თამთა თურმანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი: „ჩვენი სამსახურის ორგანიზებით არაერთი კვირეული ჩატარებულა და წარმატებიტაც, რადგან მაყურებლის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ასეთი კვირეული „ოსკარისათვისაც“ მიგვეძღვნა, ვინაიდან ეს არის საოცნებო ჯილდო ნებისმიერი მსხაიობისთვის. შევარჩიეთ გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ამერიკული კინოს კლასილური ნიმუშები, როგორებიცაა: „ბინა“(რეჟ. ბ.უაილდერი) „კასაბლანკა“(რეჟ. მ.კერტისი), „ტრამვაი სახელად "სურვილ“(რეჟ.ე.კაზანი), საშინელებათა ფილმების მამამთავრის, ალბერტ ჰიჩკოკის ფილმი „რებეკა“ და მანკიევიჩის „ყველაფერი ევას შესახებ“. ყოველი ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რაც მაყურებლებს ფილმის უკეთ აღქმის საშუალებას მისცემს.“ 

კვირეულის გახსნას წინ უძღოდა პროფესორ ზვიად დოლიძის მიერ ამერიკული კინოს ისტორიის შესახებ წაკითხული ლექცია. ფილმის დასრულების შემდეგ კი, კინოკვირეულის ორგანიზატორებმა  შეკრებილ მაუყრებელს თეატრალიზებული სანახაობა შესთავაზეს, მსახიობთა მიერ წარმოდგენილი იყო, ამერიკული კინოს ლეგენდის, მერლინ მონროს მარიონეტი თოჯინა და სიმბოლურად შესრულდა ჰიტი „I WONNA BE LOVED BY YOU".

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია