დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინგილოები ქუთაისის კერძო სკოლაში
2013/02/14 15:06:36

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურხმულის“ წარმომადგენლები ქუთაისში კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებს შეხვდენენ.  შეხვედრის მთავარი მიზანი ინგილოების ქართულ მხარესთან ინტეგრაციაა. ისტორიული საქართველოდან ჩამოსულმა პრეზენტატორმა მოსწავლეებს კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ადათ-წესები გააცნო და ასევე იმ ქართული ტრადიციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ამ მხარეშია შემონახული.

„ამ სკოლაში ჩვენი ჩამოსვლა ერთ-ერთი პედაგოგის საშუალებით მოხდა. დავგეგმეთ ღონისძიება, გავაცანით ჩვენი კუთხე აქაურ ბავშებს. მომავალში ვგეგმავთ გაცვლით პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც „მერმისის“ მოსწავლეები იცხოვრებენ ჰერეთში და პირიქით, ჩამოვიყვანთ აქ ბავშვებს ჰერეთიდან“. - თემურ სუყაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

როგორც გაირკვა, არასამთავრობო ორგანიზაციას კავშირები აქვს საქართველოს სხვა სკოლებთანაც, მათ შორის თბილისის 138-ე საჯარო სკოლასთან, სადაც მარტის ბოლოს  15 ბავშვს ჩამოიყვანენ კახის რაიონიდან.

„როდესაც გავიგე ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტე მათი სკოლაში მოწვევა. რადგან, ბავშვებისთვის ასეთი ცოცხალი ურთიერთობები სასარგებოლოა. ამ გზით ისინი უფრო მეტს გაიგებენ ჩვენს ისტორიულ მხარეზე. ეს არ არის ღონისძიება ღონისძიებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველი და ჰერელი ბავშვები იმდენად დავაახლოვოთ ერთმანეთთან, რომ მომავალში თვითონ გაუჩნდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი,“ – ეკატერინე ნარუაშვილი, სკოლა „მერმისის“ პედაგოგი.

პედაგოგი ბავშვების  დაახლოებას სოციალური ქსელებითაც აპირებს. ის გეგმავს გაკვეთილებზე მოსწავლეები „skype”-ის მეშვეობით დააკავშიროს ერთმანეთს.

„ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურხმული“ ორი წელია, რაც ფუნქციონირებს. ის ძირითადად აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების კულტურის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში – ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში“.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია