დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრალური კვირეული ქუთაისში – 7-15 იანვარი
2013/01/07 11:20:24

7 იანვირდან 15 იანვრამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თეატრალური კვირეული გაიმართება.

კვირეული ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს, ეძღვნება.

მესხიშვილის სცენაზე 7 იანვარს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს წარმოდგენას „კოტე მარჯანიშვილი“, 8 იანვარი ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაეთმობა სცენა, რომელიც წარმოადგენს სპაქტაკლს „პანთეონი“. მომდევნო დღეებში მესხიშვილის თეატრის სცენას დაიკავებენ: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპქტაკლით „7 პ.პ“; სოხუმის დრამატული თეატრი, წარმოდგენით „გუშინდელნი“; ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „უსასრულობის ათვლა დაიწყო“.

14 და 15 იანვარი წარმოდგენილი იქნება მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლები ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების ინსცენირებები  -„გაყრა“ და „ კაცია-ადამიანი?!“

კვირეულზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენათა სერია, რომელიც ასახავს ქართული თეატრის ისტორიას.

 თეატრალურ კვირეულს ორგანიზებას ქალაქის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ უწევს.

სპქტაკლები 18:00 საათზე დაიწყება, მათხე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია