დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესმა და რეგიონულმა მედიამ სავიზიტო ბარათები გაცვალეს
2012/12/12 15:04:31

რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“

5 დეკემბერს, 12 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე იმერეთის, ქართლის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის რეგიონებიდან 4 მედიაასოციაცია და, ასევე, რამდენიმე დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება იყო  წარმოდგენილი, მათ შორის - გაზეთი
P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“), რომლებმაც მოწვეული ბიზნესმენებისათვის   საკუთარი სარეკლამო შეთავაზებების პრეზენტაციები გააკეთეს.  

 

რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მოეწყო. სარეკლამო გამოფენაში სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) მონაწილეობდა, რომელმაც მოწვეული ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა სარეკლამო პაკეტი შესთავაზა.

„P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“)-სთვის განკუთვნილ კუთხეში მსურველებს, ასევე, გაზეთის ნიმუშებისა და პრეზენტაციის ნახვაც შეეძლოთ. „P.S.“-ის მთავარი რედაქტორის, ნატო გუბელაძის განცხადებით, ეს დღე მნიშვნელოვანი იყო გაზეთისათვის, რადგან ათობით ბიზნესმენმა მიიღო ინფორმაცია გაზეთის სარეკლამო შეთავაზებების შესახებ და, შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის პირველი ეტაპი შედგა.

როგორც მასპინძელმა - „კავკასიის მედიასკოლის“ ხელმძღვანელმა ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, ბიზნესს არ ჰქონდა ინფორმაცია რეგიონული მედიის შესახებ, ამიტომაც მათი სარეკლამო ბიუჯეტები, ძირითადად, მიმართული იყო ნაციონალური მაუწყებლებისაკენ. შესაბამისად, ეს იყო პირველი შედეგიანი მცდელობა რეგიონული მედიისა და ბიზნესის დაახლოებისა.

ნინო ჟიჟილაშვილი: „მე მგონია, რომ პირველი ჯერისთვის მაინც შედეგიანი იყო. რეგიონული მედია ძალიან სიმპათიურად იყო წარმოდგენილი, ბევრისთვის გასაოცრადაც კი. ბიზნესს  არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს სთავაზობს რეგიონული მედია, საერთოდ, რა ხდება აქ. მთელი ბიუჯეტი ბიზნესისა, ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, ნაწილდებოდა ძირითადად ნაციონალურ მაუწყებლებში, არადა, ხშირად აქ კონკრეტული მედიასაშუალებები ისეთ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან, ფოკუსირებულ სეგმენტს სთავაზობენ ბიზნესს, რომელსაც ვერ სწვდება ნაციონალური მედია. ეს კომუნიკაცია შედგა და, ასე მგონია, ძალიან სასარგებლო იყო პირველი მცდელობა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსი,“ რომ მისი მხრიდან შენახულ და გაფრთხილებულ მედიასაშუალებებს ახლა მისცეს უკვე საშუალება, თავისი შესაძლებლობები სარეკლამო მიმართულებით და მარკეტინგული მიმართულებით განავითარონ.“

„კავკასიის უნივერსიტეტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ელენე ჯღარკავა იმედს გამოთქვამს, რომ ის კომპანიები, რომლებიც თბილისში მოღვაწეობენ, დაინახავენ, რამდენად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხს წარმოადგენენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები. „ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალ წელსაც გაიმართება ასეთი გამოფენა.“

„რამდენად ნაყოფიერია დღევანდელი დღე, ამას მომავალი გვიჩვენებს, იმიტომ, რომ ის მოლაპარაკებები, რაც დავიწყეთ, წესით, უნდა დავამთავროთ და როგორ დავამთავრებთ ეს ორივე მხარეზე არის დამოკიდებული,“ - ამბობს კომპანია „გეოპლანტის“ დირექტორი მიხეილ ჭკუასელი. ბიზნესმენის აზრით, მნიშვნელობის თვალსაზრისით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გაეგო, როგორ მუშაობს რეგიონული მედია, რამდენად გაზრდილია ეს სეგმენტი და რამდენად შეძლებს, რომ ბიზნესის დღევანდელი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

 „თუმცა, მე მესმის, რომ თუ ბიზნესიდან არ იქნა რეკლამის მიცემა, მათ არ ექნებათ ის რესურსები, რომელიც საშუალებას მისცემთ, გაიზარდონ. ანუ, აქ  უნდა მოხდეს ორმხრივი სვლა. რაღაც გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ვიგრძნოთ, რადგან  მიმაჩნია, რომ რაც უფრო მალე, სწრაფად და კარგად განვითარდება რეგიონული მედია, ამით ძალიან კარგი ალტერნატივა გაჩნდება ნაცინალური არხებისა; ეს არის ჩვეეულებრივი ბაზარი, ჩვეულებრივი ეკონომიკა, სადაც სარეკლამო ბაზარი უნდა გადანაწილდეს და ალტერნატივა გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია. აქ ჩვენთვის არის მთავარი ამოსავალი არა მარტო ფასები! ჩვენი მახასიათებელი ის კი არ უნდა იყოს, რა ღირს ერთი წუთი, ჩვენი მახასიათებელი უნდა იყოს, ერთეული მომხმარებელი რა გიჯდება. თუ ტირაჟი მაღალი გაქვს, ყურებადობა მაღალი გაქვს, შენ, შეიძლება, გქონდეს მაღალი ფასი, მაგრამ მე უნდა ვიცოდე და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ერთ ადამიანთან როცა მივა რეკლამა, ის უფრო იაფი დამიჯდება, ვიდრე სხვა ალტერნატივა. ეს არის ამოსავალი პრინციპი,“ - ამბობს კომპანია „გეოპლანტის“ წარმომადგენელი.

როგორც სარეკლამო გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და მომავალში ასეთი ღონისძიებები კიდევ იგეგმება, რაც დაეხმარება რეგიონულ მედიასა და ბიზნეს ერთმანეთთან დაახლოებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია