დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მადლი, რომელიც თავადვე დაგიბრუნდება
2012/12/12 14:43:47

3 დეკემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, მათ შორის - საქართველოც. ქუთაისში უნარშეზღუდულ ბავშვებს ბერ-მონაზონმა მამა იოსებმა ამ დღეს საჯანმრთელო პარაკლისი ჩაუტარა.

 

მამა იოსები: „მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის! კეთილი საქმეა უნარშეზღუდული ბავშვების მოვლა-პატრონობა, რომლებიც ჯანმრთელობას მოკლებული არიან. ერთი კარგი ნათქვამი არის: მეზობელს რომ მუცელი ტკიოდეს, მუცელზე უნდა ისობდე ხელსო. ჩვენი სულის ცხონებისათვის დიდად საჭიროა, ერთმანეთს შევეწიოთ განსაცდელის ჟამს. ჩვენი შესაძლებლობები - ეს იქნება ფიზიკური თუ მატერიალური დახმარება ერთმანეთისადმი, გზაა იმისკენ, რომ ჩვენ თვითონ შეგვეწიოს უფალი.“

ქალბატონ შორენა ამაღლობელს უნარშეზღუდული ბავშვები ყოველ დილით, საკუთარი სახსრებით, ოჯახებიდან სკოლა „გონის“ შენობაში მოჰყავს და საღამოს შინ აბრუნებს, მათ მოვლა-პატრონობას უწევს და მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად ცდილობს, გოგო-ბიჭებმა ბედნიერად იგრძნონ თავი. მეუფის კურთხევით, ქალბატონმა შორენამ ისინი იმ დღეს ჩვეულებისამებრ შეკრიბა, რათა მამაოებთან შეხვედროდნენ.

შორენა ამაღლობელი, ინკლუზიური სწავლების ცენტრის თავმჯდომარე: „დღევანდელ დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად ჩვენც აღვნიშნავთ. მეუფის კურთხევით ამ ბავშვებს ჩაუტარდათ საჯანმრთელო პარაკლისი, მობრძანდნენ მამა იოსები, მამა ნიკოლოზი, მამა ზოსიმე და მამა საბა. ბავშვები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. ამ ბავშვებთან ვურთიერთობ შვიდი წელია, მყავს 22 უნარშეზღუდული და მე რასაც ვაკეთებ ამ ბავშვებისთვის, ვგრძნობ რომ მადლის სახით ჩემს პატარა ძმისშვილს, აჩის უბრუნდება, რომელიც იგივე მდგომარეობაშია. სურვილი მაქვს, დიდი ცენტრი გავაკეთო, რათა მომეცეს საშუალება, ყველა ასაკის ბავშვი შევკრიბო. მათ აკლიათ საზოგადოების ყურადღება, მაგრამ ყველაზე მთავარია, მამები არ აკლებენ მათ დიდ ყურადღებას. ვისაც ეხელწიფება ამ ბავშვების დახმარება და ამას არ აკეთებენ, მგონია, რომ თავიანთ თავს დააკლებენ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არ აკლებენ ამ ბავშვებს ყურადღებას, დიდი მადლობა მამა იოსებს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. მოვიშველიებ პატრიარქის სიტყვებს და ჩემი მეუფეც ხშირად ქადაგებს ამას: ამ ბავშვებისადმი გაკეთებული ნებისმიერი საქმე და ერთგულება - ეს არის მარტო ჩვენი ცოდვების მიტევება კი არა, მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს ცოდვების მიტევება.“

ქალბატონ შორენას გათვითცნობიერებულზე უფრო მეტიც - გასისხლხორცებული აქვს ამ ბავშვების მდგომარეობა. ამბობს, რომ ამ ბავშვებისთვის იცხოვრებს და გაუკეთებს ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც ექნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია