დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირ­ვე­ლი დღე მკითხვე­ლის კლუბში
2012/11/26 12:48:16

22 ნო­ემბერს ქუ­თა­­სის სა­მეც­ნი­­რო ბიბლი­­თე­კა­ში, აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინი­ცი­­ტი­ვით, მკითხვე­ლის კლუბი შე­იქ­მნა.

 

 

ჩვენ­თან საუბრის დროს აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ი­ლა ქვე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა:

„ვცდი­ლობთ, ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდობას გა­ვაც­ნოთ აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის უახლე­სი მიღ­წე­ვები, ფორ­მები წიგ­ნი­სა, რო­მე­ლიც არ­სებობს დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში. გვინ­დო­და, გვე­ნახა, რო­გო­რია ახალ­გაზ­რდობის და­მო­კი­დებულება, ან რა მოთხოვ­ნები გა­აჩ­ნი­ათ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ, ამი­ტომ შევ­ქმე­ნით მკითხვე­ლის კლუბი, რო­მელ­საც ეყოლება თა­ვი­სი გამ­გეობა, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლებიც, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, შე­იც­ვლებიან. ეს კლუბი, ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რებული იქ­ნება მკითხვე­ლის დაკ­ვე­თა­ზე, მა­თი ინ­ტე­რე­სების სფე­რო­ზე. შე­ვე­ცა­დეთ, რომ პირ­ველ დღეს წარ­მოგ­ვედ­გი­ნა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მკითხვე­ლის და ავ­ტო­რის, აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, აღ­მო­სავ­ლუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტის, თორ­ნი­კე ხურ­ცი­ძის პირ­ვე­ლი კრებულის პრე­ზენ­ტა­ცია.“

თორ­ნი­კემ და მის­მა მე­გობრებმა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნა შეს­თა­ვა­ზეს მსმე­ნელს - აღ­მო­სავ­ლურ პო­ე­ზი­ა­ში გავ­რცე­ლებული ხერხით, რო­ცა სტრო­ფები წარ­მო­ით­ქმის სიმ­ღე­რით და თან ახლავს მუ­სი­კა.

თორ­ნი­კე ხურ­ცი­ძე: „დღეს არის ჩე­მი პირ­ვე­ლი კრებულის პრე­ზენ­ტა­ცი­ა, ამ­დენ ხალხს არ ვე­ლო­დი, კმაყოფი­ლი ვარ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია აუ­დი­ტო­რია. სა­ღა­მოს გან­მავ­ლობაში იმის თქმა მინ­დო­და, რომ ეს ლექ­სები ჩემ­სა და სა­ზო­გა­დოებას შო­რის გა­ურ­ღვე­ვე­ლი კე­დე­ლი­ა, რო­მელ­საც, იმე­დი მაქვს, ხალხი გა­ი­გებს.“

სა­ღა­მოს საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეს­წრებოდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია