დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლექ­სად გა­ფოთ­ლი­ლი გუ­ლი
2012/11/26 12:45:46

ფიქ­რია ჭა­ლე­ლი...

ანი მეს­ტი­­ლი...
ელ­ლა ელ­ლე­ნი...
და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა.
ეს პო­­ტი ლო­ლა გურ­ჩი­­ნია. გა­მორ­ჩე­­ლი ხმის, გა­მორ­ჩე­­ლი ფე­რის, გა­მორ­ჩე­­ლი მუ­სი­კის, გა­მორ­ჩე­­ლი ნი­ჭის, გა­მორ­ჩე­­ლი აზ­როვ­ნების შე­მოქ­მე­დი!

 

ახლა წინ პო­ე­ტის ერ­თი პა­ტა­რა კრებული მი­დევს, - „თოვ­ლის ყვა­ვი­ლები“... პა­ტა­რა ზო­მის წიგ­ნია, დი­დი სევ­დით, დი­დი ცრემ­ლით, დი­დი სა­ფიქ­რა­ლით. ამ წუთ­ში არ მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ლექ­სების ვერ­სი­ფი­კა­ცი­უ­ლი ხაზები. არც რით­მი, არც რიტ­მი, არც სა­ზო­მი. ეს სხვაგ­ვა­რი ქსო­ვი­ლია. ნა­ზი აბრე­შუ­მის, უზა­დო! ქა­ლუ­რი სუნ­თქვით! ჩუ­მი ში­ნა­გა­ნი მუ­სი­კით! ჩუ­მი შრი­ა­ლით! წყნა­რი სურ­ნე­ლით! თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი წი­აღ­სვლებით და გრა­და­ციებით... ეს ფერ­წე­რაა! იშ­ვი­ა­თი ფერ­წე­რა, - მთის მდი­ნა­რეებით! უმ­კაც­რე­სი ბილი­კებით! უც­ნა­უ­რი სი­მაღ­ლის ტალ­ღებით! იდუ­მა­ლი სიზ­მრებით სავ­სე! აქ წვიმს უცხო ფე­რების წვი­მა! აქ ანა­თებს რა­ღაც უცხო ფე­რის მნა­თობი! აქ ქრი­ან უც­ნა­უ­რად სვე­ლი ქა­რები! აქ ცვი­ვი­ან ფოთ­ლები უც­ნა­უ­რი ხის!
ეს სიყვა­რუ­ლის წიგ­ნია! მო­ნატ­რების წიგ­ნია! ღრმა­და­და­მი­ა­ნუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ით გაჯერებული!

ისევ მო­მიხველ - სუ­ლი ზი­­რი.
ფრთები ჰქო­ნია ფრია ნი­ავ­ქარს.
იქ­ნებ სიზ­მარ­თა ცას ეზი­­რე -
მიმ­წუხრის ზე­ცას სხივებს მი­­თოვ.
იქ­ნებ ვარ­სკვლავ­თა გზას  გი­ნა­თებდი,
გშვე­ნო­და მზის და მთვა­რის პრო­ფი­ლი.
ნე­ტავ, რა სევ­დებს მო­გი­მა­ტებენ, -
ჩე­მი ლექ­სები უარყოფი­ლი? 

 

და­მა­ფიქ­რა ამ ლექ­სმა. და­მა­ფიქ­რა და გუ­ლი დამწყდა. ყვე­ლა პო­ეტს თა­ვი­სი გა­მომ­სახვე­ლობის ფორ­მები აქვს, თა­ვი­სი მკითხვე­ლი ჰყავს, თა­ვი­სი წრე, მაგ­რამ რა­ტომ იყო ასე? რა­ტომ ვერ იღებოდა სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის კა­რები ამ რან­გის პო­ე­ტების­თვის. „ნე­ტა, რა სევ­დებს მო­გი­მა­ტებდნენ, ბატო­ნებო? ნე­ტა, რას? რა­ტომ არ იც­ნობენ მას ფარ­თო ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრეებში? ლო­ლა გურ­ჩი­ა­ნი ხომ უზა­დო პო­ე­ტია? თვით­ნაბადი! ან­კა­რა! სუფ­თა!
და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენების მცოდ­ნე. ნი­ჭი­ე­რი გერ­მა­ნის­ტი. ნი­ჭი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი. მთარ­გმნე­ლი. გა­მორ­ჩე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი პა­ტი­ოს­ნებით, ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზით, ში­ნა­გა­ნი აფეთ­ქებებით სავ­სე. ცხოვ­რობს მეს­ტი­ა­ში. ცხუმარ­ში. ერთხანს ად­გი­ლობრივ გა­ზეთ­ში მუ­შაობდა. შემ­დეგ იყო თბილი­სი, მაგ­რამ იძუ­ლებული გახდა, სა­კუ­თარ სახლს დაბრუ­ნებოდა და ისევ მთებს შეეხიზ­ნა. ებრძვის მარ­ტოობას. ავადმყოფობას.

გა­დარ­ჩე­ნის გზა: ლი­ტე­რა­ტუ­რა, მწერ­ლობა ზო­გა­დად, ანა­ლი­ტი­კა, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ურ­თი­ერ­თობები, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა... აზ­როვ­ნებს მი­სე­უ­ლი შტრიხებით. იყენებს მი­სე­ულ ლა­ქებს. მი­სე­ულ ტო­ნებს. მის შე­მოქ­მე­დებით სივ­რცე­ში არა­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლებს. არა­ფე­რი კაშ­კა­შებს. არა­ფე­რი ხმა­უ­რობს. აქ სი­ცოცხლე მდი­ნა­რებს თა­ვი­სი ფი­ლო­სო­ფი­ით, თა­ვი­სი ხდო­მი­ლებებით, თა­ვი­სი გარ­კვე­უ­ლობებითა და გა­ურ­კვევ­ლობებით.

სი­ცოცხლე, - ასე ცო­ტა და ასე ბევ­რი, ასე გონჯი და ასე ლა­მა­ზი!

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­გა­ნი: ადა­მი­ა­ნი - სიტყვა!

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: ადა­მი­ა­ნი - სიტყვა!

ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი: ადა­მი­ა­ნი - სიტყვა!

და არა ადა­მი­ა­ნი - რიცხვი!

მის­თვის სიტყვა - სახეა. სახე - სიტყვა!

 

და და­დის ასე ლექ­სად გა­ფოთ­ლი­ლი გუ­ლით, მე­ტა­ფო­რებად ქცე­უ­ლი ყოფი­ე­რებით, ცრემ­ლი­ან ფიქ­რებს შე­ფა­რებული ნაღ­ვლი­ა­ნი სიმ­ღე­რებით, სიბნე­ლე­ში ჩაშ­ლი­ლი სი­ნათ­ლით, სა­ოც­რად მა­ღა­ლი, სა­ოც­რად მარ­თა­ლი ღვთი­სა და კა­ცის წი­ნა­შე!

 

დან­ნა შენ­გე­ლა­ია

 

ლოლა გურჩიანის ლექსები 

სი­ჩუ­მე

 

მე მწუხარების მა­რა­დი­ულ სიმ­ღე­რებს გთხოვ­დით.

მე გთხოვ­დით მხოლოდ სა­გა­ლობლებს ცის სამ­რეკ­ლო­თა.

მე იდუ­მა­ლი ხატი მწამ­და-მზის თა­ნამ­დგო­მი.

მი­ტო­ვებული თქვენ­გან და ჩემ­გან...

ო, მე მივ­დევ­დი შავ დაღ­მარ­თებს - ჩავ­ლი­ლი გზების,

მე მივყვებოდი ნისლს და ზე­ცას - ქა­რის მხლებელი.

მე არა­ფე­რი, არა­ფე­რი მერ­ქვა, რად­გა­ნაც

აღარც თქვენ გქონ­დათ სა­ო­ცა­რი თქვე­ნი სახელი.

ოი, რამ­დენჯერ მო­მე­ლან­და მწუხარე ფრთები

მიმ­წუხრის ქარ­ში მოქ­ვი­თი­ნე ჩუ­მი ტი­რი­ფის.

ჩა­მო­ი­შა­ლა მთამ ნის­ლების ჭა­ღა­რა თმები

და მე დამ­ტი­რის, მე დამ­ტი­რის - ამ ტი­რი­ლის­თვის...

მე არა­ფე­რი დამ­რჩა უკ­ვე-შენ­თვის  სათ­ქმე­ლი,

მე გულს ვუ­ამბე ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნ­და მეთ­ქვა,

ო, ნუ გა­ში­ნებს ეგ სი­ჩუ­მე, სუ­ლო ნა­თე­ლო,

ეს გა­ნა მარ­თლა სი­ჩუ­მეა, ეს - თვი­თონ მე ვარ...

 

 

გალაკტიონი

 

ლურჯი ზე­ცის ბილიკ­ზე - მარ­ტო მი­დი­ო­დი,

სუ­ლით ლურჯი ფრინ­ვე­ლის - მარ­ტო მი­დი­ო­დი,

ხმებით გა­საკ­ვირ­ვე­ლით -მარ­ტო მი­დი­ო­დი,

მარ­ტო მი­დი­ო­დი, მარ­ტო მი­დი­ო­დი...

 

სიმ­ღე­რები გვა­თოვ­და - იის­ფე­რი თოვ­ლის,

დრო­თა ფიფ­ქი ცის­ფე­რი შენს სიმ­ღე­რებს ჰგავ­და,

ლურჯი ზე­ცის ბილიკ­ზე - მარ­ტო მი­დი­ო­დი,

ირ­გვლივ აღა­რა­ვინ და არა­ფე­რი ჩან­და.

ოჰ, ყრუ შე­მოდ­გო­მა­თა მიჰყვებოდი ხომალ­დებს,

და ხმა უცხო ის­მო­და შო­რით-შო­რით-შო­რამ­დე...

 

ამო­დე­ნა ფრთებით და ამო­დე­ნა ლექ­სებით,

ამო­დე­ნა ხმებით და მოშ­რი­ა­ლე ვერხვებით

ლურჯი ზე­ცის ბილიკ­ზე - მარ­ტო მი­დი­ო­დი,

მარ­ტო მი­დი­ო­დი... მარ­ტო        მი­დი­ო­დი...

 

 

უცხო ნახატი

 

სად ხარ, სუ­ლო, მოხატუ­ლო უცხოდ მთო­ვა­რი­სა ცის­ფერ

წამ­წა­მებში, ცას მშვე­ნი­ერს სა­გა­ლობლებს უქ­სოვს შე­ნი ლექ-

სი, შე­ნი ამო ლექ­სი. მზი­სა ფერ­ნი-სად წა­ვიდ­ნენ სევ­დით სიმ-

ღე­რები გა­ზაფხულის ქნარ­თა, სად­ღაც ჩუ­მად მი­ა­ტო­ვეს ღმერ-

თიც, სა­დაც შენ ხარ მარ­ტოდ­მარ­ტო ახლა...

 

მე­ლო­დია

ჩუ­მი ვიყავი და აღარ ვჩან­დი,

მრა­ვა­ლი ქა­რი იყო ჩე­ნი­ლი,

თვა­ლი ძვირ­ფა­სი და ან­და­მა­ტი

თოვ­ლმა და­მარხა ჩე­მა წე­რი­ლი...

შენც გეწ­ვე­ვი­ან ზამ­თრის ფიფ­ქები,

სა­და ხარ, სუ­ლო, ზარ­თა მრებელო,

რად გე­სიზ­მრები, რად გე­სიზ­მრები,

ცივ იან­ვარ­თა დამ­სიზ­მრებელო?..

შენც მა­ღალ ცა­თა ლან­დი იქ­ნები,

დრო-ია­ვა­რის ცრემ­ლი გე­ფე­როს,

რად გე­სიზ­მრები, რად გე­სიზ­მრები,

მწუხრის ვარ­სკვლავ­თა დამ­სიზ­მრებელო?..

 

sadness

სად არი შე­ნი ღა­მე-მიღ­მია,

სად არი შე­ნი სიტყვა ქებული,

მთვა­რის სან­თლები რად აგინ­თია,

დღეო, ლა­მა­ზად და­ღა­მებულო...

ლექ­სო, ლა­მა­ზად და­ღო­ნებულო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია