დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სა­ქარ­თვე­ლოს შიშ­ვე­ლი სა­ტე­ვა­რი“ - ქუ­თა­ის­ში
2012/11/26 12:44:42

უკ­ვე 17 წლის ის­ტო­რია აქვს ხარა­გა­­ლის რე­ზო თაბუკაშ­ვი­ლის სახელობის სახალხო ლი­ტე­რა­ტუ­რულ თე­ატრს. ამ ხნის გან­მავ­ლობაში 60-ზე მე­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა 800-ჯერ უჩ­ვე­ნა მაყურებელს. თე­ატ­რის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მოები, ძი­რი­თა­დად, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ხელოვ­ნების, მეც­ნი­­რების თვალ­სა­ჩი­ნო მოღ­ვა­წეებს ეძ­ღვნება. ეს, უმე­ტე­სად, ქალბატონ იზა ვეფხვა­ძის სა­ავ­ტო­რო სა­ღა­მოებია - ისაა სცე­ნა­რის­ტიც, რეჟისო­რიც და მსახიობიც. მუ­სი­კა­ლუ­რად კი ლი­ტე­რა­ტუ­რულ წარ­მოდ­გე­ნებს და­ლი მე­რაბიშ­ვი­ლი აფორ­მებს.

სა­ღა­მოები მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით, თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში იმარ­თება.

ამჟამად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია „სა­ქარ­თვე­ლოს შიშ­ვე­ლი სა­ტი­ვა­რი“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გმირს, მე­რაბ კოს­ტა­ვას ეძ­ღვნება.

რო­გორ დაიბადა ამ ახალი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნის იდეა? ამის შე­სახებ ქალბატო­ნი იზა ვეფხვა­ძე გვი­ამბობს:

- მო­გეხსე­ნებათ, მე­რაბ კოს­ტა­ვა 1989 წლის 13 ოქ­ტომბერს ხარა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბორით­ში, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. დი­დი ხანია, ამ სა­ღა­მოს გა­მარ­თვის იდეა მა­წუხებს, მაგ­რამ მხოლოდ წელს შევ­ძე­ლი იდე­ის სრულყოფა. მა­სა­ლების მო­ძიებაში ძა­ლი­ან დი­დი დახმა­რება გა­მი­წია ჟურ­ნა­ლის­ტმა ნი­ნო მი­ქი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე  წერს წიგნს.

სა­ღა­მო პირ­ვე­ლად ხარა­გა­ულ­ში გავ­მარ­თე მიმ­დი­ნა­რე 13 ოქ­ტომბერს, მე­რაბის და­ღუპ­ვის დღეს, შემ­დეგ ორჯერ - თბილის­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნებასა“ და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდობის სა­სახლე­ში.

ახლა ქუ­თა­ი­სის ჯერია.

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მე­რაბ კოს­ტა­ვა­სად­მი მიძ­ღვნილ  ლი­ტე­რა­ტუ­რულ    წარ­მოდ­გე­ნას  „სა­ქარ­თვე­ლოს შიშ­ვე­ლი სა­ტე­ვა­რი“ 3 დე­კემბერს, 18 სა­ათ­ზე, გავ­მარ­თავთ ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რში, - ამბობს ქალბატო­ნი იზა ვეფხვა­ძე, - დას­წრება იქ­ნება თა­ვი­სუ­ფა­ლი და ჩვენ ყვე­ლა ქუ­თა­ი­სელს ვიწ­ვევთ ამ სა­ღა­მო­ზე, რა­თა ყვე­ლამ ერ­თად გა­ვიხსე­ნოთ „მა­რად ფხიზე­ლი და გა­უ­ტეხელი სინ­დი­სი სა­ქარ­თვე­ლო­სი“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია