დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანული კინოს კვირეული ქუთაისში
2012/11/19 12:13:27

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტმა კინომოყვარულები   უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, გერმანული კინოს კვირეულზე მიიწვია. კვირეული 12 ნოემბერს გაიხსნა რეჟისორ ვოლფგანგ ბეკერის ფილმით „გუდ ბაი, ლენინ“.

13 ნოემბერი - „გაიქეცი ლოლა, გაიქეცი“ (რეჟისორი ტომ ტიკვერი),
14 ნოემბერს წარმოდგენილი იყო „ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ“ (რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი), 15 ნოემბერს - „ცისფერი ანგელოზი“ (რეჟისორი იოზეფ ფონ შტერნბერგი), 16 ნოემბერი - „ექიმ კალიგარის კაბინეტი“ (რეჟისორი რობერტ ვინე). 

 

გერმანული კინოს კვირეული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა. რაც შეეხება თავად კვირეულის პროგრამას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი განარბენი გერმანული კინოს ისტორიაზე, რადგან ძნელია, ხუთ დღეში მთელი გერმანული კინოს ისტორიის ჩატევა, ამიტომაც სტანდარტული CV-ს პრინციპით (CV-ს აბრევიატურა კი ლათინურად როგორც Curriculum Vitae ანუ განარბენი ცხოვრებაზე იშიფრება) დავალაგეთ ეს ფილმები, თან კლების მიხედვით... ანუ ჯერ უახლესი, მერე უფრო ძველი და ბოლოს ვამთავრებთ მუნჯი ფილმით, 1920 წელს რობერტ ვინეს მიერ გადაღებული  „დოქტორ კალიგარის კაბინეტით“, რომელმაც ბიძგი მისცა გერმანულ კინოში ახალი მიმდენარეობის - ექსპრესიონიზმის განვითარებას,“ - გვითხრა მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, კინო-მცოდნე თამთა თურმანიძემ.

საინტერესოა, რომ ექსპრესიონიზმმა ქართულ კინოსა და თეატრზეც იქონია გავლენა.
კვირეულის პროგრამაში შემავალი თითოეული ფილმი გერმანული კინოს ისტორიის განვითარების გარკვეული ეტაპის მაჩვენებელი გახლდათ. თუ 2003 წელს გადაღებული „გუდ ბაი, ლენინ“ გერმანიის მიერ ქვეყნის ორად გაყოფის და შემდეგ გაერთიანების მტკივნეულ თემას ეხება, 1997 წელს გადაღებული „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“ (რეჟისორი ტომ ტიკვერი) 90-იანების ნამდვილი აფეთქება აღმოჩნდა მონტაჟის ნოვატორული გადაწყვეტილებების მხრივ.
როგორც თამთამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აგრეთვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გერმანული კინოს ისტორიაში „ახალგაზრდა გერმანული კინოს“ მიმდინარეობის წარმოშობა, რომლის წარმომადგენლის, ვერნერ ჰერცოგის ფილმი იყო 14 ნოემბერს ნაჩვენები „ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ“, 15 ნოემბერს კი მაყურებელი მარლენ დიტრიხთან „შეხვედრის“ მომსწრე გახდა, თან იმ დროინდელ მარლენთან ვიდრე მისგან ჯოზეფ ფონ შტერნბერგი საუკუნის სექს-სიმბოლოს შექმნიდა.

მსგავსი კვირეული უნივერსიტეტში პირველად არ ტარდება. მომავალში ამგვარი თემატური კვირეულების ჩატარებას იტალიური თუ ფრანგული კინოს შესახებაც გეგმავენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია