დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„იაპონური შემოდგომა“ ქუთაისში
2012/10/29 16:14:38

კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცეტნრის ორგანიზებით და JTI  GROUP OF COMPAIES-ის მხარდაჭერით 27 ოქტომბერს ქუთაისში, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი. მასში მონაწილეობდნენ იაპონელი შემსრულებელი კენ აისო (ვიოლინო) და ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი, აჟღერდა იაპონელი კომპოზიტორის აკიკაძუ ნაკამურას მუსიკა, რომელიც ავტორმა თავად შეასრულა ეროვნულ საკრავ შაკუჰაჩიზე.

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებებს საქართველოში მთელი თვე მიეძღვნება სიმბოლური სახელწოდებით „იაპონური შემოდგომა“, კონცერტები აგრეთვე იმართება ბათუმსა და თბილისში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია