დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტის პოეტური სატირა
2012/10/08 13:47:16

„სათრეველა“ რუსთაველიდან ნასესხები სიტყვაა („ამხანაგთა სათრეველად...“). სწორედ ეს დაარქვა თავის ირონიულ-პაროდიული პოეზიის კრებულს ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა, გაზეთ „ქუთაისის“ ყოფილმა რედაქტორმა ალექსანდრე შენგელიამ.

 

წიგნს, რომელშიც სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ლექსებია შესული, რედაქტორის - ვაჟა გავაშელის წინასიტყვაობა ახლავს. მკითხველი კრებულის პირველი გვერდების გადაშლისთანავე დარწმუნდება, რომ ჟურნალისტის გამოცდილ კალამს ცინცხალი რითმების მოძიებაც არ უჭირს და მძაფრი, აქტუალური პუბლიცისტიკა ამ პატარა ლექსებშიც ექსპრესიულადაა ჩატეული.

საინტერესოა, რომ სარჩევის ადგილზე მკითხველს ასეთი განცხადება დახვდება: „სარჩევი? სარჩევი არც ჩვენ გამოგვრჩენია და არც „პიკასოს ბიჭს“, მაგრამ წიგნს არ ვურთავთ, რადგან თითოეულ მკითხველს აქვს თავისი არჩევანიც და არადანიც და კარგად იცის არა მარტო ის, თუ რა, არამედ ისიც, თუ ვინ და რატომ უნდა აირჩიოს.“

ჭაშნიკად გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს ალექსანდრე შენგელიას წიგნიდან.hfl udfif.bht,c bdfyt(

თოფი სასროლად დატენა:

- ხალხს რად აძლევსო ანტენას

ივანიშვილი ბიძინა?

 

მაშ, ღმერთმა რად გაიცინა?

ქვეყნის ჯიბიდან იმავეს

ქრთამად გვპირდება ივანე!

 

რითი?

თუ მონად დავურჩით, -

ათასლარიან ვაუჩრით!

 

...კორუფციაზე გვაყვირეს,

გვაყვირეს, ბევრი გვაყვირეს,

ბოლოს კი გაგვაშაყირეს!

 

ისევ ველით?...

მექრთამე და „ლიცემერი,“

მევახშე და სისხლის მსმელი,

უკვე გვყავდა ვიცე-მერი

და უარესს ისევ ველით?

 

ამბავი კონსტიტუციური   ცვლილებებისა

ბრძოლა ბევრჯერ მოგვიგეს,

რადგან კარგად იციან,

არჩევნები მორიგი

დიდი სიტუტუცეა,

თუ ხამლივით მოირგე

ქვეყნის კონსტიტუცია...

 

uf[ctyt,f

პოტიომკინის შეფიცრულებით

და შადრევნებით - რისკი  ცდუნების

დიდია, თუკი შეფიცულებით

ხალხის ტევრს კაფავს ცულებით.

 

მასხრობა მასხარაზე

ეგ ენა, ნეტავ, გასხლა რამ,

ტარაბუა რად გასხა, რომ

ტელეეკრანის მასხარა

ივანიშვილზე მასხარობ?

 

*** 

რად გიყურებ დაკვირვებით,

რატომ გწონი მისხალ-მისხალ?

არჩევის წინ დაპირება

ადრეც მოგვცეს ვამპირებმა,

მაგრამ იქცნენ ხალხის რისხვად.

 

მეტამორფოზა

გამართული კამერტონით

დემოკრატის ჰქონდა ტონი,

მაგრამ გახდა მძიმე ტორით

სატრაპი და დიქტატორი.

 

დარჩით მარტო

ტაში-ტუშით და დოს ყლაპვით

ტახტზე ორჯერ დაჯდა ღლაპი

და ვეღარ ცნობს ძაღლი პატრონს.

ტრაბახით და ბრეტის ბრეტით,

ბევრჯერ მოგვხვდა რუსის კეტი

ჰოდა, რა ვქნათ, რა ვინატროთ?

არ გვაქვს ნეიტრალიტეტი,

აღარც „მაპი“, აღარც „ნატო“

და დიდ სამტროს დავრჩით მარტო!

 

ქუჩის სახელი

სააკაანთ მიშასია,

როცა ლიქნი ის შანსია,

რასაც კარგი პირი უჩანს,

რომ მოიგოს ორფა მარსი..

ისე, ისევ ნიშანშია,

თუ შემატებს იმ „შავს“ სიას

და პრეზიდენტ ბუშის ქუჩა

ხვალ გახდება ობამასი!

 

ედოს ფინჯანი

ბიჭბუჭებს რომ ჩაისვამდა

და უშაქრო ჩაის სვამდა,

არ ახსოვდათ ცოდვა-მადლი,

სკამს აცლიდა მისი კადრი...

ორიოდე წელიწადი

და კვლავ ისმის: „წადი, წადი,“

რამეთუ კვლავ ელის ჩაი

ყველა ახალ „ველიჩაიშს.“

 

***

როგორი გვაქვს არჩევნები,

ვინ არიან ნარჩევები,

რა ქცევის და რა ჩვევების?

 

გვყავს ქურდულად გამრჩევლები,

ცემა-ტყეპა-დაჩემებით

თავის წარმომაჩენლები.

 

თუმც თუნდა ამ მაჩვენებლით

არჩევნების ნაჩვევ ნებით -   

მაინც ჩვენი სარჩენები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია