დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭობი დაბრუნდა!
2012/10/03 11:49:25

20 სექტემბერს დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გურამ გაგოშიძის მემორიალური გამოფენა გაიმართა. იგი მხატვრის დაბადების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

გამოფენაზე მოსულმა მრავალრიცხოვანმა საზოგადოებამ, კოლეგებმა, გაიხსენეს შესანიშნავი მხატვარი და პიროვნება, რომელსაც, სიყვარულით, მეტსახელად ჭობის ეძახდნენ. კიდევ ერთხელ შეაფასეს მშობლიური ქართული კოლორიტით დაფერილი მისი პეიზაჟები, პორტრეტები, კომპოზიციები; ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ გურამ გაგოშიძის შემოქმედებისთვის ნიშანდობლივია ინდივიდუალური თვითმყოფადობა და სიღრმე, ფერების განსაკუთრებული სიუხვე, ხაზის სინატიფე, რაც მთავარია, მამულისადმი სიყვარულის გამოხატვის განსაკუთრებული უნარი.

გამოფენაზე ასევე გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ წიგნს „ქართული სულის მხატვარი“ ჰქვია და გურამ გაგოშიძის შემოქმედებას საინტერესოდ წარმოაჩენს.

დიდი ხნის განშორების შემდეგ, საკუთარი ნახატებით დაუბრუნდა საყვარელ ქალაქს ჭობი, რომელიც თავისი შემოქმედებით და პიროვნული ხიბლით ასე ამშვენებდა ქუთაისს.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია