დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
100 წლის შემდეგ აკაკის ნაკვალევზე
2012/09/10 14:26:59

რა­ჭა-ლეჩხუმის გა­საყარ­ზე, იქ, სა­დაც მდი­ნა­რე რი­ო­ნი მარცხნივ, სამხრე­თი­სა­კენ, მკვეთ­რად უხვევს, ზე­ცის­კენ მი­მარ­თუ­ლი კლდო­ვა­ნი ქა­ნობებია, სა­უ­კუ­ნეებთან და მტერ­თან ნა­ო­მარ, დაშ­ლილ ციხე-სი­მაგ­რეს რომ მოგ­ვა­გო­ნებს. ელექ­ტრო­თე­ატრ „რა­დი­უ­მის“ მოხელეს (სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტის მიხედ­ვით), ვა­სილ ამა­შუ­კელს, ფილ­მის („აკა­კის მოგ­ზა­უ­რობა რა­ჭა-ლეჩხუმ­ში“) №1 სა­მონ­ტაჟო ფურ­ცლის ნუსხაში 22-ე ტიტ­რი ასე ჩა­უ­წე­რია - საკ­ვირ­ვე­ლი სა­ნააო სა­ირ­მის მთა­ზე. სა­ირ­მის მთის ედი რა­ჭა­ში“.

 

მან­ქა­ნას ნა­შა­ლი კლდის ფერ­დობთან ვა­ჩე­რებთ, ჩვენს წი­ნა­შე სა­ირ­მის მთის დი­დებული სა­ნახაობაა, - თხრობა ჟამ­თა სვლა­ზე კვლავ გრძელ­დება... 100 წე­ლი გა­სუ­ლა აკა­კი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სახალხო დღე­სას­წა­უ­ლი­დან დღემ­დე.

დიდ საქ­მეს დი­დი ადა­მი­ა­ნი მო­იკ­ვლევს   და   ერის    ის­ტო­რი­ის    სა­ა­მაყო   ფურ­ცლებად   აქ­ცევს.   აგერ    უკ­ვე, თით­ქმის  50  წე­ლია, ყოვე­ლი­ვე წვრილ­მან­საც კი აღ­ნუსხავს კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­სულ­ტან­ტი, პრო­ფე­სო­რი გო­გი დო­ლი­ძე, დღე - სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რებულს, რო­გორც მწე­რა­ლი ოტია იო­სე­ლი­ა­ნი იტყოდა.

...გან­ვლი­ლი სა­უ­კუ­ნე წა­მის მე­ა­თა­სე­დად იქ­ცა ჩვენს თვალ­წინ. პრო­ფე­სო­რი მი­წას დაჰხედავს და იტყვის საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლობით: „აქ იდ­გა ძია ვა­სო ორ­ფუ­თი­ა­ნი სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფით... აპა­რა­ტი მხოლოდ ვერ­ტი­კა­ლუ­რად მოძ­რაობდა ქვე­მო­დან ზე­მოთ, ან პი­რი­ქით, საგ­ნის მოახლო­ვება ან და­შო­რება არ შე­ეძ­ლო. ამი­ტომ ძნე­ლი არ არის გან­საზ­ღვრო, სად იდ­გა ძია ვა­სო, რო­ცა სა­ირ­მის კლდე­თა ქა­ნობს იღებდა.“

შე­უძ­ლებელია, ამ დროს ში­ნა­გან­მა სუ­ლი­ერ­მა თროლ­ვამ არ აგი­ტა­ნოს, ჩვენ ხომ ახლა, ამ მო­მენ­ტში, ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლობათა ში­ნა­გა­ნი (იმა­ნენ­ტუ­რი) გა­აზ­რების უნებლიე მო­ნა­წი­ლე­ნი ვხდებით.

მა­ლე „პი­ო­ნერ­ფილ­მის“ ავ­ტობუსიც დაგ­ვე­წია, დი­დი პა­ნო­თი დამ­შვე­ნებული. პა­ნო­ზე გა­მო­სახულია აკა­კის გამ­გზავ­რება „გრან­დო­ტე­ლი­დან“ (ქუ­თა­ი­სი). გვერდს უმ­შვე­ნებენ ვა­სილ ამა­შუ­კე­ლი შე­მარ­თუ­ლი სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფით და თანმხლები პი­რები. წარ­წე­რა გვა­უწყებს, - „აკა­კის მოგ­ზა­უ­რობა რა­ჭა-ლეჩხუმ­ში, 1912-2012 წე­ლი“. კი­ნომ­ცოდ­ნეები, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდობის სა­სახლის პე­და­გო­გები - გრი­შა ჩი­გო­გი­ძე და მა­რი­ნე კე­რე­სე­ლი­ძე გვიახლოვ­დებიან ყმაწ­ვი­ლებთან ერ­თად. მო­მა­ვალ კი­ნო­რეჟისორ­თა და ოპე­რა­ტორ­თა ჟრი­ა­მუ­ლი ავ­სებს სა­ირ­მის მთის სა­ნახებს.

ყოვე­ლი­ვე კი ასე და­იწყო: 20 ივ­ლისს, 17 სა­ათ­ზე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლობის ცენ­ტრში (USAID), ბატო­ნი გო­გი დო­ლი­ძის თა­ოს­ნობით,  ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დოებრიობამ, თბილი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რების - პრო­ფე­სორ­ არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რის, თენ­გიზ ურ­თმე­ლი­ძის მო­ნა­წი­ლეობით, მო­აწყო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც აკა­კი წე­რეთ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად რა­ჭა-ლეჩხუმ­ში გა­მარ­თუ­ლი სახალხო ზე­ი­მის 100 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ივ. ჯავახიშ­ვი­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­მა სა­ზო­გა­დოებას წა­რუდ­გი­ნა გო­გი დო­ლი­ძის წიგ­ნი „აკა­კის მოგ­ზა­უ­რობა“ - 90; ფილ­მი, ეპო­ქა, ადა­მი­ა­ნები...“ იგი გა­მო­ი­ცა 2002 წელს და მი­ეძ­ღვნა აკა­კის რა­ჭა-ლეჩხუმ­ში მოგ­ზა­უ­რობის 90-ე წლის­თავს. წი­ნა გა­მო­ცე­მების­გან განსხვა­ვებით, მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ყურად­ღება გა­მახვი­ლებულია ამ მოგ­ზა­უ­რობის შე­სახებ გა­და­ღებულ ფილ­მზეც, რომ­ლის ავ­ტო­რი ვა­სილ ამა­შუ­კე­ლია. მი­სი ფილ­მი სა­მარ­თლი­ა­ნად ით­ვლება იმ­დრო­ინ­დე­ლი მსოფ­ლიო დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს უნი­კა­ლურ ძეგ­ლად და, არ­სებითად, სწო­რედ მან ჩაუყარა მტკი­ცე ბალა­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი თვითმ-ყოფა­დობით ესო­დენ გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფს.

ავ­ტორ­მა ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­დან ათი წლის გან­მავ­ლობაში იქ­ნა მოკ­ვლე­უ­ლი და მიზ­ნად ისახავს ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის მოღ­ვა­წეობის სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­ტა­ნას; რომ შე­საძ­ლებელია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტებული სა­ელ­ჩოების თა­ნად­გო­მით, ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­დეს ვა­სილ ამა­შუ­კე­ლი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე  გა­დაწყდა, რომ 21 ივ­ლისს, 7 სა­ათ­ზე,   ზუს­ტად იმა­ვე დრო­სა და იმა­ვე სა­ათ­ზე, ყოფი­ლი სას­ტუმ­რო „გრან­დო­ტე­ლის“ მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მსურ­ველ­თა გამ­გზავ­რებულიყვნენ აკა­კის ნაკ­ვა­ლევ­ზე.

დი­ლით თა­ვი მოიყარა სა­ზო­გა­დოებრიობამ. ხელოვ­ნებათ­მცოდ­ნე თამ­თა თურ­მა­ნი­ძემ სი­ურ­პრი­ზი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, - აკა­კის გამ­გზავ­რების ამ­სახვე­ლი დიდი პა­ნო­ ქუ­ჩა­ში გა­მო­ფი­ნა და ჟამ­თა სვლას­თან მიგ­ვაახლო­ვა.

 რა­ჭა­ში პირ­ვე­ლი შეხვედ­რის ად­გი­ლი სო­ფე­ლი ჭრებალო­ა, საჯარო სკო­ლა. მხარის გუბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი გულთბილად გვმას­პინ­ძლობს. სკო­ლის კლუბი გა­და­ჭე­დი­ლია. გო­გი  დო­ლი­ძე  ჩვე­უ­ლი  მჭევ­რმეტყვე­ლებით  მო­უთხრობს  მსმე­ნე­ლებს ფილ­მის ის­ტო­რი­ა­სა და სახალხო ზე­ი­მის მნიშ­ვნე­ლობაზე. პრო­ექ­ტორ­მა ეკ­რა­ნი გა­ა­ნა­თა, „გა­ცოცხლდა“ ას­წლე­უ­ლის და­საწყის­ში მომხდა­რი ამბები. აგერ, ვარ­დებით მო­სირ­მულ სა­კარცხულ­ზე დაბრძა­ნებულა აკა­კი,   მის  სახილ­ვე­ლად  ამაყად  მოაბიჯებენ  ერ­ნი და ბერ­ნი, ქარ­თუ­ლი ჯიში­სა და ჯილა­გის მხარბეჭი­ა­ნი ჩოხოს­ნები, ჩიხტი­კო­პი­ა­ნი მან­დი­ლოს­ნები, და­ვარცხნილ­ნი და მოვ­ლილ­ნი - გე­გო­ნება, პა­რი­ზუ­ლი სა­ლო­ნებიდან ეს-ესაა გა­მო­ვიდ­ნენ აკა­კის და­სახვედ­რად. გიმ­ნა­ზი­ე­ლის ქუ­დი­ა­ნი რაჭ­ვე­ლი ბიჭუ­ნი­კა გა­მორბის, თავს და კი­სერს იტეხს, მი­სი ლექ­სები სულ ზე­პი­რად იცის, ერთხელ უკ­ვე და­ი­ნახა მგო­სა­ნი, მაგ­რამ კი­დევ უნ­და, თვა­ლი შე­ავ­ლოს... 26-ე ტიტ­რი გა­მო­ი­სახა: აკა­კი წე­რე­თე­ლი სო­ფელ ჭრეალოს­თან ალთან ერ­თად. იდუ­მა­ლი გან­ცდა ეუფ­ლება მაყურებელს... პი­ო­ნერ­ფილ­მე­ლები აკა­კი­სად­მი მიძ­ღვნილ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მონ­ტაჟს წა­რუდ­გე­ნენ დარბაზს, თა­ვის მხრივ არც ად­გი­ლობრივ­ნი რჩებიან ვალ­ში, აკა­კის ლექ­სებზე შექ­მნილ სიმ­ღე­რებს ფან­დურ­ზე ამ­ღე­რებენ...

გრძე­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი: ამბრო­ლა­უ­რი, ნი­კორ­წმინ­და, წე­სი, ონი, შემ­დეგ - ლა­ი­ლა­ში...

„გა­გი­გო­ნი­ათ, რომ სად­მე და ოდეს­მე, რო­მე­ლი­მე ქვეყანა­ში ხალხს თა­ვი­სი საყვა­რე­ლი პო­ე­ტის, მსახიობისა თუ ნების­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წი­სათ­ვის 200 კი­ლო­მეტ­რზე გა­და­ჭი­მუ­ლი, თორ­მეტ­დღი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი გა­ე­მარ­თოს?“ - სვამს კითხვას თა­ვი­სი წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გო­გი დო­ლი­ძე, ჰოდა, ახლა ეს გზა უნ­და გა­ვი­ა­როთ არა ფა­ეტ­ვნებით, არა­მედ ავ­ტო­მობილებით. „დიდ რუს მწე­რალს ლევ ტოლ­სტო­ის გუ­ლი წყდებოდა, რომ ვე­რა და ვერ გახდა „სახალხო“ მწე­რა­ლი, - გზა და გზა მოგ­ვითხრობს გო­გი, - 1908 წელს, ლევ ტოლ­სტო­ის დაბადების 80 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში დე­და­ქა­ლა­ქი­დან ეახლნენ, აღ­ნიშ­ნეს კი­დეც ეს ფრი­ად სა­პა­ტიო თა­რი­ღი, მაგ­რამ ისე, რომ ტოლ­სტო­ის მე­ზობელ გლეხებს არა გა­უ­გი­ათ რა. 130 მი­ლი­ო­ნი­ან რუ­სეთ­ში მას მხოლოდ რამ­დე­ნი­მე ათა­სი კა­ცი კითხულობდა.“

სწრა­ფად ვერ მივ­დი­ვართ, გვა­ჩე­რებენ: იგო­ნებენ 10 წლის წი­ნან­დელ იუბილეს, გო­გის მო­კითხვას აბარებენ ცნობილ კინორეჟისორ რე­ზო ჩხეი­ძეს­თან (ავადმყოფობის გა­მო ვერ მო­ნა­წი­ლეობს). იგო­ნებენ და ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ლის საცხონებელს უთ­ვლი­ან სოფ­ლის მო­ჭირ­ნახულეს, სულ­მნათ ოტია იო­სე­ლი­ანს.

მოგ­ზა­უ­რობის გვირ­გვი­ნი სო­ფე­ლი ლა­ი­ლა­ში­ა, სოფ­ლის თავ­კა­ცებთან და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად გვმას­პინ­ძლობს ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. 27 ივ­ლი­სი მი­სი დაბადების დღეა, მი­ვუ­ლო­ცეთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ვი­გებთ: თურ­მე, დიდ­მა ბაბუამ ამ დღეს, 100 წლის წინ, აკ­როს­ტიხი უძ­ღვნა აკა­კის, თა­ვის მხრივ კი პო­ეტ­მა გულ­ში ჩა­იკ­რა სახალხო მთქმე­ლი, ღმერ­თმა ნუ გა­მო­უ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ჭი­ე­რი ხალხიო.

დას­რულ­და იუბილე. „ერ­მა და ბერ­მა  ხშირხში­რად უნ­და შე­მო­უ­ძახოს თა­ვის­თავს და შეგ­ვახსე­ნოს მა­მუ­ლიშ­ვილ­თა საქ­მე­ნი, და­ვიწყებას რომ არ მი­ე­ცეს,“ - ამბობს ბატო­ნი გო­გი დო­ლი­ძე.

ნა­ნახმა და გან­ცდილ­მა გვაგ­რძნობინა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მა­რად­ცოცხალი სიძ­ვე­ლე­ა, აქ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვეობას­თან ერ­თად გა­ნაგ­რძობს არ­სებობას. სტა­ტი­ის ავ­ტო­რებმა მად­ლობა უნ­და ვუთხრათ ბატო­ნებს - არ­ნოლდ გე­გეჭ­კორს და თენ­გიზ ურ­თმე­ლი­ძეს, პი­ო­ნერ­ფილ­მის მეს­ვე­უ­რებს - ქალბატონ მა­რი­ნე კე­რე­სე­ლი­ძეს და ბატონ გრი­შა ჩი­გო­გი­ძეს, - ახალ­გაზ­რდობას­თან სწო­რი და მარ­თებული პო­ზი­ცი­ის გან­საზ­ღვრი­სათ­ვის, იმის მცდე­ლობისათ­ვის, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აზი­ა­რებენ ბავ­შვებს ნა­ცი­ო­ნა­ლურ სო­ცი­ო­კულ­ტუ­რას. ას­წლე­უ­ლი ეპო­ქის ერ­თდრო­ულ­მა შეს­რუტ­ვამ (ფილ­მი და ნა­ნახ-გან­ცდი­ლი) არ შე­ი­ძლება, სი­კე­თის ნაყოფი არ გა­მო­ი­ღოს და ცხოვ­რების ეს­თე­ტი­უ­რი გე­მოვ­ნებითი სტი­ლი არ გა­მო­უ­მუ­შა­ოს ახალ­გაზ­რდობას.

ვა­სილ ამა­შუ­კელ­მა თა­ვი­სი ფილ­მით შე­უ­ფა­სებელი გან­ძი და­უ­ტო­ვა ქარ­თველ ერს, თუ თა­მა­მად ვიტყვით, მსოფ­ლიო სა­კა­ცობრიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას. ეს განძი კვლავ ახალ კვლე­ვებს ითხოვს, თუნ­დაც იმ კუთხით, რომ, რო­ცა ეს დი­დი ზე­ი­მი რა­ჭა-ლეჩხუმ­ში იმარ­თებოდა, სულ რა­ღაც ექვს წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებლობას გა­მო­აცხადებდა... იყო თუ არა ეს ერი მზად და­მო­უ­კი­დებლობისათ­ვის, „თა­ვის­თა­ვის ყუდ­ნებისათ­ვის?“ კითხვა­ზე პა­სუხი ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის გა­და­ღებული ფილ­მის­თვის მიგ­ვინ­დვია.

 

გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე

ტა­რი­ელ ჭიღ­ვა­რია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია