დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
100 წლის შემდეგ - აკაკის კვალდაკვალ
2012/07/20 20:56:46

20 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ცნობილი კინომცოდნე, პროფესორი გოგი დოლიძე სტუმრობდა, სადაც გაიმართა პრესკონფერენცია ქართული კინოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით. გოგი დოლიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, კინომატოგრაფისტთა ჯგუფი გაიმეორებს „აკაკის მოგზაურობის“ მარშრუტს.

 

გოგი დოლიძე: „ათი წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ აკაკის მოგზაურობის 90 წლის იუბილე და მაშინ ძალიან სერიოზულად ითქვა, რომ ეს მოგზაურობა უნდა განმეორდეს, როცა 100 წელი შესრულდება, ჯერ არცერთ ქვეყანაში არ აღუნიშნავთ რომელიმე ფილმის 100 წლისთავი, ამიტომაცაა ეს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი, 20 სექტემბერს უნდა ჩატარდეს აღდგენილი ფილმის პრემიერა.“

გამგზავრება მოხდა 21 ივლისს, დღევანდელი კინოთეატრ „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც 1912 წელს რეალურად დაიწყო აკაკის და მასთან ერთად ქართული კინოს მოგზაურობა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, სტუდია „პიონერფილმის“ ბავშვები ბატონ გრიშა ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით, ისინი ფირზე აღბეჭდავენ მთელ მარშრუტს.

აკაკის მოგზაურობა 1912 წელს გადაიღო პირველმა ქართველმა კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა, რომელიც ქუთაისში ახალგახსნილ და იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე კინოთეატრ „რადიუმის“ ოპერატორი გახლდათ. ვასილ ამაშუკელის „აკაკის მოგზაურობა“ მსოფლიო კინოს ისტორიაშია შესული, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ანალოგიც ამ დროისთვის არ მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ამაშუკელი 1908 წლიდან ქალაქ ბაქოში იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს, მათ ჩვენამდე არ მოუღწევია და, შეიძლება ითქვას, ქართული კინოს ისტორია ქუთაისიდან სწორედ „აკაკის მოგზაურობით“ იწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია