დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავ­თან­დილ თა­ვარ­თქი­ლა­ძის ნახატებს ქუ­თა­ის­მა უმას­პინ­ძლა
2012/07/19 17:10:17

18 ივ­ლისს და­ვით კა­კაბაძის სახელობის სახვი­თი ხელოვ­ნების გა­ლე­რე­­ში ოზურ­გე­თე­ლი მხატ­ვარ-გრა­ფი­კო­სის ნა­მუ­შევ­რები გა­მო­­ფი­ნა. ავ­თან­დილ თა­ვარ­თქი­ლა­ძე ოზურ­გე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე სახვი­თი ხელოვ­ნების ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი და სამხატ­ვრო სკო­ლის პე­და­გო­გია. მას სა­ზო­გა­დოება ასე­ვე იც­ნობს, რო­გორც ქარ­თუ­ლი საბრძო­ლო ხელოვ­ნების უძ­ვე­ლე­სი სახის - ხრი­დო­ლის მცოდ­ნე­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ტორს.

 

ქუ­თა­ის­მა მხატ­ვრის მე­სა­მე პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძლა. მა­ნამ­დე კი მი­სი ნახატების დათ­ვა­ლი­ე­რება გუ­რი­ა­სა და ბათუმ­ში შე­ეძ­ლოთ მსურ­ვე­ლებს. შე­მოქ­მე­დის თქმით, მი­სი ნა­მუ­შევ­რები მო­მა­ვალ­ში თბილის­ში გა­მო­ი­ფი­ნება.

ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში ძი­რი­თა­დად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პორ­ტრე­ტები და პე­ი­ზაჟები, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სობაც მხატ­ვარ­მა წლების წინ, მათ შო­რის - სტუ­დენ­ტობის დროს შექ­მნა, სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ციებში.

პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებშიც მხატ­ვა­რი ქუ­თა­ისს სტუმ­რობდა, რე­გი­ო­ნულ მუ­ზე­უ­მებს შო­რის გაც­ვლი­თი სახის გა­მო­ფე­ნების მოწყობას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„დღეს ქუ­თა­ის­ში ჩე­მი ნა­მუ­შევ­რების პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა­ა, რაც ძა­ლი­ან მახარებს. ჩემ­თვის დი­დი პა­სუხის­მგებლობაა ამ ქა­ლაქ­ში გა­მო­ფე­ნის გა­კე­თება, რად­გან უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნეა.“ - გვითხრა მხატ­ვარ­მა.

გა­მო­ფე­ნას მრავ­ლად ეს­წრებოდ­ნენ ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დოებრიობის წარ­მო­მად­გენ­ლები ხელოვ­ნების მუ­შა­კები, ახალ­გაზ­რდობა. გულთბილი სიტყვებით შე­ა­ფა­სეს ოზურ­გე­თე­ლი ხელო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დება ცნობილ­მა მხატ­ვარ­მა გია ბუღა­ძემ, ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რემ ამი­რან ხვა­და­გი­ან­მა, გა­ლე­რი­ის დი­რექ­ტრმა, ხელოვ­ნებათ­მცოდ­ნე ელი­სო ჩო­გო­ვა­ძემ, პო­ეტ­მა გი­ზო თა­ვა­ძემ და სხვებმა.

გია ბუღა­ძემ გა­ზეთ „P.S.“-თა­ნაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი გა­მო­ფე­ნას­თან და­კავ­ში­რებით: „ავ­თოს პირ­ვე­ლი შე­მოქ­მე­დებითი ნაბიჯები ძა­ლი­ან კარ­გად მახსოვს. ის არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი გრა­ფი­კო­სი­ა, შრო­მით რო­მან­ტი­კო­სი­ა, რო­მან­ტი­კუ­ლი წუხილი­თა და ნაღ­ვე­ლით სავ­სე სამყარო აქვს, მაგ­რამ - იმე­დი­ა­ნი. რაც მთა­ვა­რია, მის შე­მოქ­მე­დებაში ყვე­ლამ უნ­და და­ი­ნახოს ის სუ­ლი­ე­რება, რა­საც ეს მხატ­ვა­რი ატა­რებს.“

„სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რებია, სითბოთი და სიყვა­რუ­ლით სავ­სე. გან­სა­კუთ­რებით მო­მე­წო­ნა მოწყენი­ლი კა­ცის პორ­ტრე­ტი, რო­მელ­საც თვა­ლებში უდი­დე­სი სევ­და აქვს, დი­დი ტკი­ვი­ლი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი რა­ცაა, ეს მხატ­ვარ­მა ისე გად­მოგ­ვცა, ბოლომ­დე გან­ვი­ცა­დე. მე პი­რა­დად, ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ში რა­ღაც ახალს ვპო­უ­ლობ, რაც ამ ხნის მან­ძილ­ზე მაკ­ლდა და ეს ძა­ლი­ან მახარებს.“ - გაგ­ვან­დო შთაბეჭ­დი­ლება თა­მუ­ნა ერა­ძემ. 

გა­მო­ფე­ნა­ზე, ძი­რი­თა­დად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ნახატები, რომ­ლებიც ოთხმო­ცი­ა­ნი წლებიდან იქ­მნებოდა. ბატო­ნი ავ­თან­დი­ლის თქმით, ბოლოს შარ­შან დახატა, რად­გან სამ­სახურის გა­მო დრო აღარ რჩებოდა. ის დრო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, დრო, რო­მე­ლიც გა­ვი­და.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია