დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯაყოს ხიზნები“ ქუთაისში
2012/07/09 16:13:48

პროექტის „სარკმელი კინოსამყაროში“ ინიციატივით იმერეთში კინოჩვენებები მოეწყო.

ერთი თვის მანძილზე კინოჩვენებები მოეწყო ბავშვთა სოფლებში, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ორგანიზატორებმა ქუთაისელი კიომოყვარულებიც არ დაივიწყეს და მათ დათო ჯანელიძის ფილმის „ჯაყოს ხიზნების“ ფართო ეკრანზე ნახვის საშუალება მისცეს.

კინოსეანსი ქუთაისის უნივერსიტეტის დარბაზში შედგა.

პროექტის ორგანიზატორის თეა გაბიძაშვილის განცხადებით,

ჩვენება გამიზნული იყო ქუთაისის კინომოყვარულთათვის, რათა მათ საშუალება ჰქონებოდათ ქართული ფილმი ფართო ეკრანზე ენახათ.

„ჩვენ გვინდოდა,  ქუთაისში კინომოყვარულებს, ვისაც ენატრება  კინოში სიარული, შეგვეხსენებინა ეს ტრადიცია“. – ამბობს თეა გაბიძაშვილი.

დათო ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე და მაშინვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბევრის კრიტიკის საგანიც გახდა და ბევრმა მიიღო, როგორც ახალი თვალით დანახული დიდი ნაწარმოები. ფილმში მთავარ როლებს ნატა მურვანიძე, გიორგი ნაკაშიძე და ზაზა ბურჭულაძე ასრულებენ.

ფილმი ქუთაისელი მაყურებლისათვის საინტერესო აღმოჩნდა, რაც ფილმის დასარულს რეჟისორთან განხილვისას დააფიქსირეს კიდეც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია