დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეკლა ჭოლაძის პირველი სოლო კონცერტი
2012/07/02 12:44:47

25 ივნისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში მეორე კლასის მოსწავლის თეკლა ჭოლაძის სოლო კონცერტი გაიმართა.

 

თეკლა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალის „ნორჩი მუსიკოსები“-ს დიპლომატი, ფესტივალ „იპოვე შენი ვარსკვლავი“-ს დიპლომატი და ლაურეატია. იგი სკოლის მევიოლინეთა ანსამბლთან ერთად, პირველ ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელიცაა ამავე ფესტივალზე.

ნორჩმა მევიოლინემ კონცერტმაისტერ თინათინ ფურცხვანიძესთან ერთად წარმატებით შეასრულა საკმაოდ რთული ნაწარმოებები, როგორიცაა იან შინოვის - კონცერტინო, რიდინგის კონცერტი სი მინორი, II და III ნაწილი, რახმანინოვის - პოლკა და სხვა.

დამსწრე საზოგადოებამ, რომელთა შორის იყვნენ ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლის დირექტორები და პედაგოგები, საოპერო თეატრის ორკესტრის წევრები, მაღალი შეფასება მისცეს რვა წლის ნიჭიერი გოგონას შესრულებას და წარმატება მიულოცეს მის პედგოგს, ქალბატონ ციცინო ფარულავას, რომლის დაუღალავი შრომის შედეგიც იყო ეს ჩინებული კონცერტი.

 

მირიან ბერულავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია